სოფელ ძიმითში კულტურის სახლის რეაბილიტაცია უახლოეს დღეებში დასრულდება,- ამის შესახებ ინფორმაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.
სამუშაო პროცესი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, მერაბ ჭანუყვაძემ დაათვალიერა.
“მიმდინარეობს შენობის სრული განახლება, გარე ფასადის და ინტერიერის მოწყობა. ეს იქნება ადგილი, რომელიც მრავალ საინტერესო კულტურულ ღონისძიებას უმასპინძლებს. პროექტის ღირებულება 240 000 ლარს შეადგენს,“ – აღნიშნა გამგებელმა.