გორის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ დიცში დღეს, მოძრაობა „ეკვილიბრიუმი“, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და ანაკლიის განვითარების კონსორციუმი „სკვერის ბიბლიოთეკას“ გახსნიან. ეროვნული ბიბლიოთეკის ინფორმაციით, სკვერში მინი ბიბლიოთეკა (ე.წ. „წიგნის ბუდე“) დაიდგმება და მასში განთავსებული წიგნებით ნებისმიერ მსურველს შეეძლება სარგებლობა. კერძოდ, მოქალაქეებს შეუძლიათ მათთვის სასურველი წიგნი ბიბლიოთეკიდან წაიღონ, წაიკითხონ და შემდეგ უკან დააბრუნონ, სურვილის შემთხვევაში კი ახალი წიგნი დატოვონ....
“ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სერგო რატიანი საკრებულოს შენობაში საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა არ შეუშვეს. სერგო რატიანის განცხადებით, შენობაში არ შეშვების მიზეზები მას ვერ განუმარტეს. "დღეს ეს ხალხი, ვინც იცავს შენობას, არის მძევალი. ესენი ასრულებენ უკანონო ბრძანებას, რათა ივანიშვილმა გადაიფორმოს თბილისი და შიდა ეზო გაიკეთოს თბილისში. ჩვენ ოფიციალურად მივმართეთ საკრებულოს, ერთი წუთით ვაპირებდი ახლა შესვლას. ზემოთ ასვლასაც არ ვაპირებდი. ეს არის სამარცხვინო. ჩვენ...
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" რუსთავის მერობის კანდიდატი ირაკლი ტაბაღუა, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურად განაგრძობს. ირაკლი ტაბაღუა საქართველოს პარლამენტის წევრთან, რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატთან, პაატა მხეიძესთან და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან ერთად, შარტავასა და ფალიაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს შეხვდა. რუსთავის მერობის კანდიდატმა ამომრჩეველს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო და არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, მათ ადგილზე არსებული პრობლემების გადაჭრას დაპირდა. ირაკლი...
თბილისის საკრებულოსთან დილიდან პოლიციაა მობილიზებული. თბილისის საკრებულოში დღეს დაგეგმილი სხდომისა და ასევე საკრებულოს შენობის გარეთ დაგეგმილი აქციის გამო, უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული. საკრებულოს შენობის ცენტრალური შესასვლელი პოლიციის მიერ გადაკეტილია რკინის ღობით. საკრებულოში დანარჩენი შესასვლელი კი ჩაკეტილია და მხოლოდ დეპუტატებს და მათ შეუშვებენ, ვისაც შესაბამისი საშვი აქვს. აქცია, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ არის დაანონსებული, საკრებულოს შენობასთან 14.00 საათზე გაიმართება. საკრებულოს შენობაში სხდომა...
"ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატმა ზალიკო უდუმაშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში თბილისის მთავრობის სავარაუდო წევრები წარადგინა. თუმცა, მანამდე, მან ისაუბრა, თუ როგორ შეცვლის მერიის სტრუქტურას. უდუმაშვილის თქმით, თბილისში გააუქმებს ათივე გამგეობას და 32-ვე მუნიციპალიტეტს, რომელთა ნაცვლადაც სერვისცენტრებს შექმნის. "ნაცმოძრაობის" კანდიდატის თქმით, სერვისცენტრები იუსტიციის სახლის პრინციპით იმუშავებენ, მიიღებენ მოქალაქეების განცხადებებს და მიიტანენ მერიამდე. უდუმაშვილი ამბობს, რომ, ერთი მხრივ, მერიის სტრუქტურა უფრო...
საკრებულოს წევრობისთვის საბურთალოზე დამოუკიდებელი კანდიდატი, ბრიტანელი ჯოზეფ ალექსანდერ სმიტი იბრძოლებს. ის საზოგადოებას დღეს თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა წარუდგინა. როგორც სმიტი აცხადებს, ის 5 წელია საქართველოში ცხოვრობს და თბილისში არსებულ პრობლემებს კარგად იცნობს. "6 წლის წინ პირველად ჩამოვედი საქართველოში. ისე მომეწონა, გადავწყვიტე ერთი წლის შემდეგ საცხოვრებლად ჩამოვსულიყავი. პროფესიით ჟურნალისტი ვარ. ამ გზით გავიცანი თბილისის პრობლემები - სატრანსპორტო პრობლემა, კულტურული მემკვიდრეობის...
ახალციხის მერია და გამგეობა, როგორც ცალ-ცალკე ადმინისტრაციები, არსებობს ბოლო დღეებს ითვლის; პარალელურად, მუშაობის ბოლო დღეებს ითვლიან უწყებაში დასაქმებული თანამშრომლები, რომლებმაც უკვე გაიარეს გასაუბრებები,თუმცა, სად და როგორ გააგრძელებენ მუშაობას, ჯერ ამის შესახებ არაფერი იციან. მას შემდეგ, რაც ახალციხეს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი მოეხსნა და იგი ახალციხის თემთან გაერთიანდა, თემსა და ქალაქში გაერთიანებისთვის საჭირო არაერთი პროცედურა დაიწყო. გაერთიანების კრიზისი უწყებების თანამშრომლებსაც შეეხო....
თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალექსანდრე ელისაშვილმა საზოგადოებას თავისი გუნდი წარუდგინა. ელისაშვილის თქმით, ურბანისტი დავით ნიკოლაიშვილი ერთ-ერთია, ვინც თბილისის ურბანულ პრობლემებზე იზრუნებს. "ბატონი დავითი ათეულობით ურბანულ პროექტში მონაწილეობდა. აქვს უზარმაზარი ცოდნა და მას სურს, რომ ეს ცოდნა ქალაქს ჩვენს გუნდთან ერთად მოახმაროს", - განაცხადა ელისაშვილმა. ელისაშვილის გუნდშია, ასევე, ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ვატო სურგულაძე და ექიმი დევი ტაბიძე. ელისაშვილის თქმით, ეს ორი ადამიანი...
მერის სტატუსისთვის კახეთის 8 მუნიციპალიტეტში კენჭს 53 კანდიდატი იყრის. კანდიდატებიდან 9 ქალია. ჯამში, რვა მუნიციპალიტეტში სხვადასხვა პარტიის მიერ 52 კანდიდატი დასახელდა, საინიციატივო ჯგუფის მიერ კი მხოლოდ ერთი კანდიდატია წარდგენილი. კახეთის მუნიციპალიტეტებში კონკურენცია საკმაოდ მაღალია და პარტიებმაც ცნობადი სახეები შეარჩიეს. ბიზნესმენები, ყოფილი გამგებლები და მოადგილეები, კახეთის გუბერნატორის ყოფილი პირველი მოადგილე, პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელები -  2017 წლის 21 ოქტომბერს გამარჯვებულის მანდატის...
„ქართული ოცნება“ რიგითი პოლიციელების ჩართვით ცდილობს არჩევნების გაყალბებას - ეს განცხადება, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თინათინ ბოკუჩავამ გააკეთა. საგანგებო ბრიფინგზე ბოკუჩავამ წინასაარჩევნო დარღვევებზე ისაუბრა. კერძოდ, ბოკუჩავა ამბობს, რომ ისანში ერთ-ერთ ოლქში საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ძალოვანი უწყების თანამშრომელია, რასაც კანონმდებლობა კრძალავს. დეპუტატმა მიმართა ცესკოს და შინაგან საქმეთა მინისტრს და ნინო ნიკურაძის გათავისუფლებისკენ მოუწოდა. „ისნის მეხუთე ოლქის მე-11 საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი, რომელიც აცხადებს, რომ ამავე...
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილელებს ვეტო დაადო. მოტივირებულ შენიშვნებს მარგველაშვილი საკანონმდებლო ორგანოს დღეს გადაუგზავნის. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ვეტო 6 კონკრეტულ პუნქტს შეეხო, საიდანაც პირველი 4 საკითხი "ქართული ოცნების" მიერ ვენეციის კომისიასთან აღებულ ვალდებულებებს ეხება. "მოტივირებული შენიშვნები ამ კონკრეტულ შემთხვევაში განსაკუთრებულად დაიწერა. თუ აქამდე ჩვენ მოტივირებულ შენიშვნებს ჩვენი შეხედულებებიდან გამომდინარე ვწერდით, კონსტიტუციასთან მიმართებით გადაწყდა, რომ ამოსავალი ყოფილიყო ის მთავარი, რის...
ოპოზიციური პარტიების ლიდერთა საბჭომ მედია თავისუფლებასა და დაფინანსების პრობლემებზე არასმთავრობო ორგანიზაციებთან და საერთაშორისო დამკვირვებლებთან შეხვედრა გამართა და ერთობლივი განცხადება გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს ოპოზიციური პარტიები შეშფოთებულები არიან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ შექმნილი წინასაარჩევნო გარემოს გამო, რომელიც ვერ უზრუნველყოფს არჩევნების სამართლიან და კონკურენტულ გარემოში ჩატარებას. მათი თქმით, წინასაარცევნო პროცესი დისკრიმინაციული და არასამართლიანია. " პრობლემები თავს იჩენს პრაქტიკულად ყველა მიმართულებით: 1. არათანაბარი მედია-გარემო: 1.1. საზოგადოებრივი...
"ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ დღეს განათლების, კულტურისა და სპორტის პოლიტიკის პრეზენტაცია გამართა. ”განათლებაზე, კულტურაზე და სპორტზე ხელმისაწვდომობა ყველა რაიონში და ყველა თაობისთვის გაიზრდება. ჩვენ არ უნდა ვიყოთ ორიენტირებული მხოლოდ ცენტრალურ რაიონებზე“, - განაცხადა კალაძემ. თბილისის მერობის კანდიდატმა სკოლამდელი საგანმანათლებლო დაწესებულებების რაოდენობის გაზრდაზე ისაუბრა. "2012 წლამდე ბაღები ფასიანი იყო. წინა ხელისუფლების დროს ხშირად ხდებოდა ბაღების გასხვისება და მათ ადგილზე საცხოვრებელი...
"ევროპულმა საქართველომ" ზუგდიდში საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია გამართა. პარტიის ზუგდიდის მერობის კანდიდატმა ლელა ქებურიამ შეკრებილებს სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, მისი არჩევის შემთხვევაში, ზუგდიდში პენსიებისა და სოციალური შემწეობის გაზრდა და 3000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნა იგეგმება. „კარგი საინვესტიციო გარემოს შექმნა და გადასახადების 10 %-ით დაწევა ჩვენს ქალაქს და მუნიციპალიტეტს უფრო მიმზიდველს გახდის ბიზნესისას და ინვესტორებისთვის. ოთხი წლის...
,,შენების მოძრაობის” ლიდერმა დავით უსუფაშვილმა თელავში მერობის და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. თელავის მერობისთვის გელა გელაშვილი იბრძოლებს. შეხვედრა მოსახლეობასთან 900-წლოვან ჭადრის ხესთან გაიმართა, რომელიც ქალაქის შუაგულში მდებარეობს. მოძრაობის წარმომადგენლებმა რეგიონში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს და მათი მოგვარების გზები დასახეს. საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება. წყარო: იმედი ნიუსი
”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე მუნიციპალური მუზეუმების რეაბილიტაციას გეგმავს. ”თბილისში, დაახლოებით, 27 მუზეუმია, აქედან 9 - მუნიციპალური, მათ სჭირდებათ რეაბილიტაცია და ჩვენ ამას განვახორციელებთ, რადგან ყველა განვითრებული ქვეყნის დედაქალაქში მუზეუმები ქალაქის ბიუჯეტისთვის შემოსავლის წყაროა“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, ძველი თბილისის რეაბილიტაციისა და ტურისტული მარშრუტების მოწყობის ფარგლებში, რომელსაც მომავალი ოთხი წლის განმავლობაში თავის გუნდთან ერთად...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ