სერგო რატიანი საკრებულოს შენობაში არ შეუშვეს

712

“ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სერგო რატიანი საკრებულოს შენობაში საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა არ შეუშვეს.

სერგო რატიანის განცხადებით, შენობაში არ შეშვების მიზეზები მას ვერ განუმარტეს.

“დღეს ეს ხალხი, ვინც იცავს შენობას, არის მძევალი. ესენი ასრულებენ უკანონო ბრძანებას, რათა ივანიშვილმა გადაიფორმოს თბილისი და შიდა ეზო გაიკეთოს თბილისში. ჩვენ ოფიციალურად მივმართეთ საკრებულოს, ერთი წუთით ვაპირებდი ახლა შესვლას. ზემოთ ასვლასაც არ ვაპირებდი. ეს არის სამარცხვინო. ჩვენ სხდომას უნდა დავესწროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში გვექნება კონსულტაციები და გადავწყვეტთ, ამ მარაზმს როგორ მოვუღოთ ბოლო” – განაცხადა რატიანმა.

წყარო: etanews