„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” რუსთავის მერობის კანდიდატი ირაკლი ტაბაღუა, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურად განაგრძობს.
ირაკლი ტაბაღუა საქართველოს პარლამენტის წევრთან, რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატთან, პაატა მხეიძესთან და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან ერთად, შარტავასა და ფალიაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს შეხვდა.
რუსთავის მერობის კანდიდატმა ამომრჩეველს „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო და არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, მათ ადგილზე არსებული პრობლემების გადაჭრას დაპირდა.
ირაკლი ტაბაღუა ე.წ.სტამბულის ბაზარში მოვაჭრეებსაც შეხვდა. მერობის კანდიდატმა განახლებული სავაჭრო სივრცე დაათვალიერა და ბაზრობაზე დასაქმებულებს ინდივიდუალურად გაესაუბრა.
წყარო: ინტერპრესნიუსი