უსუფაშვილმა თელავში, მერობის და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა

635

,,შენების მოძრაობის” ლიდერმა დავით უსუფაშვილმა თელავში მერობის და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. თელავის მერობისთვის გელა გელაშვილი იბრძოლებს.

შეხვედრა მოსახლეობასთან 900-წლოვან ჭადრის ხესთან გაიმართა, რომელიც ქალაქის შუაგულში მდებარეობს. მოძრაობის წარმომადგენლებმა რეგიონში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს და მათი მოგვარების გზები დასახეს.

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.

წყარო: იმედი ნიუსი