თბილისის საკრებულოსთან პოლიციაა მობილიზებული

535

თბილისის საკრებულოსთან დილიდან პოლიციაა მობილიზებული. თბილისის საკრებულოში დღეს დაგეგმილი სხდომისა და ასევე საკრებულოს შენობის გარეთ დაგეგმილი აქციის გამო, უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული.

საკრებულოს შენობის ცენტრალური შესასვლელი პოლიციის მიერ გადაკეტილია რკინის ღობით. საკრებულოში დანარჩენი შესასვლელი კი ჩაკეტილია და მხოლოდ დეპუტატებს და მათ შეუშვებენ, ვისაც შესაბამისი საშვი აქვს.

აქცია, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ არის დაანონსებული, საკრებულოს შენობასთან 14.00 საათზე გაიმართება.

საკრებულოს შენობაში სხდომა 16.00 საათზე დაიწყება, მანამდე რამდენიმე კომისიის სხდომაა დანიშნული.

წყარო: ინტერპრესნიუსი