,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ზუგდიდში მაჟორიტარობის ოთხმა კანდიდატმა დატოვა. აღნიშნული ინფორმაცია imedinews-ს ცენტრალურ საარჩევნო კომისიის ზუგდიდის ოფისში დაუდასტურეს. ,,67 საოლქო საარჩევნო კომისიას ენმ-ს დატოვების შესახებ მოგვმართა გელა თოლორაიამ, ლევან მაქაცარიამ, გოდერძი კუკავამ და ბორის თოდურიამ. თუმცა ვადები უკვე გასულია და ეს არაფერს არ ცვლის" განუცხადა imedinews-ს მირანდა მესხმა. საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება. წყარო: იმედინიუსი ფოტო: იმედინიუსი
ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან გუშინ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპროტესტო აქცია გაიმართა. როგორც პარტიის თბილისის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა აქციის დასასრულს განაცხადა, არჩევნების გაყალბების შემთხვევაში ხალხი საკუთარი არჩევანის დასაცავად ქუჩაში კვლავ გამოვა. ”ჩვენ შევასრულეთ პირობა და მრავალათასიანი აქცია მშვიდობიანად ჩავატარეთ. ახლა ”ქართული ოცნება” მოემზადოს თვითმმართველობის მშვიდობიანად გადმოსაცემად. წინააღმდეგ შემთხვევაში ხალხი ქუჩაში საკუთარი არჩევანის დასაცავად გამოვა”, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა. ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებმა...
არასამთავრობო ორგანიზაციები თეთრიწყაროს საარჩევნო ოლქში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანებიან. კერძოდ, საუბარია ამ მუნიციპალიტეტში "ევროპული საქართველოს" საარჩევნო სიასა და მერობის კანდიდატის არჩევნებიდან გამოთიშვაზე. "თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში გაუქმდა საარჩევნო სუბიექტის „ბაქრაძე, უგულავა - ევროპული საქართველოს“ პარტიული სია, ვინაიდან ყველა კანდიდატმა 7-9 ოქტომბერს განცხადება დაწერა საოლქო საარჩევნო კომისიაში და უარი განაცხადა არჩევნებში მონაწილეობაზე. არჩევნებში მონაწილეობაზე ასევე უარი თქვა ამავე პარტიის მერობის კანდიდატმაც და საკუთარი განცხადების...
პრემიერ-მინისტრი, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე, გიორგი კვირიკაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი გიორგი ტყემალაძე იქნება. "ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, იზრდება საზოგადოების ინტერესი, ვინ იქნება "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი. აღნიშნულ თანამდებობაზე ჩვენმა გუნდმა შეარჩია გიორგი ტყემალაძე. გიორგი ტყემალაძე არის თავისი საქმის პროფესიონალი და ამავე დროს გამოცდილი პოლიტიკოსი, რომელიც, დარწმუნებული ვარ,...
,,ქართული ოცნების" ხაშურის მერობის კანდიდატი 2006 წლის არჩევნებზე ,,ნაციონალური მოძრაობის" პარტიულ სიაში იყო ,,ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ,,ქართული ოცნების" ხაშურის მერობის კანდიდატს პოლიტიკურ წარსულს ახსენებენ და ამბობენ, რომ მოქმედი გამგებელი, გიორგი გურასპაშვილი, 2006 წლის ადგილობრივი არჩევნების დროს ,,ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრი და აქტიური მხარდამჭერი იყო. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, გიორგი გურასპაშვილი 11 წლის წინ ,,ნაციონალური მოძრაობის" პარტიულ სიაში მე-16 ნომერი...
თბილისის მერობის ქართული ოცნების კანდიდატმა კახა კალაძემ "იმედის კვირის" შეკითხვებს უპასუხა. აპირებს თუ არა კალაძე მოქმედი მერის დავით ნარმანიას მიერ მოსახლეობისთვის მიცემული დაპირებების შესრულებას კალაძე ამბობს, რომ დავით ნარმანიას "ძალიან რთული მემკვიდრეობა დარჩა" და რომ "მერიამ ამ სამი წლის განმავლობაში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა". კალაძის თქმით, პროექტები, რომლებიც მისი და მისი გუნდის მიერ გაჟღდერდა, განხორციელდება. კალაძის თქმით, ქალაქი თანმდიმდევრულად, გენერალური გეგმის მიხედვით...
ორი წელია, კოოპერატივი "წიქარა" გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შავშვებში მიტოვებული შენობების გამოსყიდვას, ან იჯარით აღებას ცდილობს. ადგილობრივი ფერმერები იქ ევროსტანდარტების შესაბამისი ფერმის მოწყობას გეგმავენ, თუმცა, უქმად მიტოვებული სახელმწიფო ქონების გამოსყიდვა ამ დრომდე ვერ შეძლეს. იმ იმედით, რომ სახელწიფო მიტოვებულ შენობებს ოდესმე მაინც გადასცემთ, ფერმერები მედიასთან საუბარს თავს არიდებენ. ამბობენ, რომ გორის მუნიციპალიტეტი მხარს უჭერთ, თუმცა, საინვესტიციო მიწის ნაკვეთს ეკონომიკის სამინისტრო...
16 ოქტომბერს, 11 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი და ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველო“ თბილისის მოსახლეობის საჭიროებების კვლევის შედეგების პრეზენტაციას გამართავენ. კვლევის შედეგებს წარადგენს იაგო კაჭკაჭიშვილი. ღონისძიებას დაესწრებიან თბილისის მერიის წარმომადგენლები და მერობის კანდიდატები.
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე სვირში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა. შოროპნის შემდეგ უკვე მეორე სვირის ადგილობრივი მოსახლეობა და მიმდებარე სოფლები – პირველი სვირი, როდინაული, პირველი ობჩა და მეორე ობჩის 5000 – ზე მეტი მოსახლე, 200 – ზე მეტი საჯარო და კერძო სერვისებით სარგებლობას სოფლიდან გაუსვლელად შეძლებენ. თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და უახლესი ტექნიკით აღჭურვილი მომსახურების ცენტრი უკვე მათ განკარგულებაშია. საზოგადოებრივი ცენტრის...
ევროპული საქართველოს ზუგდიდის მერობის კანდიდატი 17 ოქტომბერს აქციას აანონსებს. ლელა ქებურიას განცხადებით, ის მოსახლეობასთან ერთად ხელისუფლების უყურადღებობას გააპროტესტებს, რადგან ფაროსანასგან მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ადგილობრივი მთავრობა არ აპირებს. მავნებელმა მწერმა ზუგდიდის რაიონში მოსახლეობას თხილის და სოფლის მეურნეობის პროდუქცია, თითქმის, მთლიანად გაუნადგურა და შემოსავლის გარეშე დატოვა. „ევროპული საქართველო 17 ოქტომბერს გეგმავს აქცია-მსვლელობას სახელწოდებით -„შევცვალოთ ფაროსანა მთავრობა“. აქციაზე მეორე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება და მსვლელობით გუბერნიის...
ქალაქ ბორჯომში ბარათაშვილის ქუჩაზე ლითონის მოაჯირების მოწყობის სამუშაოები უახლოეს დღეებში დასრულდება, ინფორმაციას ამის შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტი ავრცელებს. ქუჩაზე მდინარის გასწვრის არსებული საყრდენი კედლის აღდგენა-მოპირკეთება განხორციელდა, მოეწყო მდინარეზე ჩასასვლელი კიბეები, განთავსდა სანაგვე ურნები, ტერიტორიაზე მოხდა ასევე გრუნტის შეტანა, სადაც შემდგომ კოინდარი დაითესება. ამ ეტაპზე ლითონის მხატვრული მოაჯირების მოწყობა მიმდინარეობს. ბარათაშვილის ქუჩა, ცენტრალურ-პარკთან მისასვლელ ერთ-ერთ ქუჩას წარმოადგენს და ტურისტულად საკმაოდ დატვირთულია. მისი კეთილმოწყობა...
ხაშურში საინიციატივო ჯგუფმა მერობის კანდიდატად რამაზ ნოზაძე წარადგინა. ჯგუფის წევრები „ქართული ოცნების“ მიერ მერობის კანდიდატად გიორგი გურასპაშვილის წარდგენას აპროტესტებენ, რადგან მათი განმარტებით, ხაშურის გამგებლად მუშაობის პერიოდში მას ხაშურისთვის არაფერი გაუკეთებია. „ქართული ოცნების“ ხაშურის რაიონული ორგანიზაციის მოქმედ წევრთა ჯგუფმა გადაწყვიტა მხარი დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭიროს. რამაზ ნოზაძე დღეს მხარდამჭერებს შეხვდა და მათ საკუთარი პროგრამა გააცნო. საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება. წყარო: იმედინიუსი ფოტო: იმედინიუსი
"ევროპული საქართველო" "ქართულ ოცნებას" პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებს. პარტიაში დღეს სატელეფონო ჩანაწერი გამოაქვეყნეს, რომელშიც, მათი თქმით, გარდაბნის "ქართული ოცნების" ოფისის კოორდინატორი "ევროპული საქართველოს" დეპუტატობის კანდიდატ, ელშან კირბანოვს პოლიტიკური საქმიანობის შეწყვეტას სთხოვს და დაჭერით ემუქრება. "ევროპული საქართველოს" წევრი ირაკლი აბესაძე ამბობს, რომ მათი პარტიის კანდიდატებს მასიურად ემუქრებიან და საარჩევნო კამპანიის შეწყვეტას სთხოვენ. წყარო: 1tv.ge
ხონში, სოფელ ივანდიდიში კაკლოვანი მცენარეების გადამამუშავებელი საწარმოს გახსნას ხონის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი გრიგოლ ლილუაშვილი დაესწრო. საწარმოში პირველ ეტაპზე 30 ადგილობრივი დასაქმდება. „ედელინგის“ გახსნა ქართულ - გერმანული ინვესტიციით განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 8 მილიონი ლარი შეადგინა. საწარმო უახლესი ევროპული ტიპის დანადგარებითაა აღჭურვილი და აქ გადამუშავდება როგორც ადგილობრივი, ასევე შემოტანილი ნედლეული. უმაღლესი ხარისხის პროდუქტი კი მსოფლიოს რამდენიმე ბაზარზე გავა. წყარო: ინტერპრესნიუსი
"თავისუფალი საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კუკავამ თავისი კონკურენტების საარჩევნო დაპირებები დაიანგარიშა, რის საფუძველზეც აცხადებს, რომ ელენე ხოშტარია და ზალიკო უდუმაშვილი მოსახლეობას ატყუებენ. თუ რა ღირებულების ტყუილს ჰპირდებიან ისინი ამომრჩეველს, კუკავამ ციფრები პარტიის facebook-ის გვერდზე გამოაქვეყნა: ელენე ხოშტარია: ყველა პენსიონერი მიიღებს დანამატს 50 ლარის ოდენობით - 206 478 პენსიონერი X 50 ლარი = 10,323,900 ლარი X 12 თვე = 123...
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე სუბიექტებისთვის, რეგისტრაციიდან მოხსნის ვადა ამოიწურა. ახალციხის მერობის კანდიდატების რაოდენობა, ერთით შემცირდა. მუნიციპალიტეტის პირველი პირის სტატუსის მოპოვებისთვის ბრძოლას 5 კანდიდატი აგრძელებს. პარტია "გიორგი ვაშაძე - ერთობა ახალი საქართველოს" კანდიდატმა არზუმან ზოროღლიანმა კანდიდატურა მოიხსნა. #37 ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ამბობს, რომ მისი რეგისტრაციიდან მოხსნის განკარგულება 8 ოქტომბერს გამოსცა. თვითმმართველობის არჩევნებს ახალციხის მუნიციპალიტეტში გამოეთიშა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პარტიული სიის ორი წევრი....

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ