ხვალ თბილისის მოსახლეობის საჭიროებების კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართება

1671

16 ოქტომბერს, 11 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი და ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველო“ თბილისის მოსახლეობის საჭიროებების კვლევის შედეგების პრეზენტაციას გამართავენ.

კვლევის შედეგებს წარადგენს იაგო კაჭკაჭიშვილი.

ღონისძიებას დაესწრებიან თბილისის მერიის წარმომადგენლები და მერობის კანდიდატები.