,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ზუგდიდში მაჟორიტარობის ოთხმა კანდიდატმა დატოვა. აღნიშნული ინფორმაცია imedinews-ს ცენტრალურ საარჩევნო კომისიის ზუგდიდის ოფისში დაუდასტურეს.
,,67 საოლქო საარჩევნო კომისიას ენმ-ს დატოვების შესახებ მოგვმართა გელა თოლორაიამ, ლევან მაქაცარიამ, გოდერძი კუკავამ და ბორის თოდურიამ. თუმცა ვადები უკვე გასულია და ეს არაფერს არ ცვლის” განუცხადა imedinews-ს მირანდა მესხმა.
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.
წყარო: იმედინიუსი
ფოტო: იმედინიუსი