ქალაქ ბორჯომში ბარათაშვილის ქუჩაზე ლითონის მოაჯირების მოწყობის სამუშაოები უახლოეს დღეებში დასრულდება, ინფორმაციას ამის შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.
ქუჩაზე მდინარის გასწვრის არსებული საყრდენი კედლის აღდგენა-მოპირკეთება განხორციელდა, მოეწყო მდინარეზე ჩასასვლელი კიბეები, განთავსდა სანაგვე ურნები, ტერიტორიაზე მოხდა ასევე გრუნტის შეტანა, სადაც შემდგომ კოინდარი დაითესება. ამ ეტაპზე ლითონის მხატვრული მოაჯირების მოწყობა მიმდინარეობს.
ბარათაშვილის ქუჩა, ცენტრალურ-პარკთან მისასვლელ ერთ-ერთ ქუჩას წარმოადგენს და ტურისტულად საკმაოდ დატვირთულია. მისი კეთილმოწყობა კი მუნიციპალიტეტისათვის პრიორიტეტს წარმოადგენდა.
აღნიშნულ ქუჩაზე 2 წლის განმავლობაში განხორციელდა საავტომობილო გზის სრული რეაბილიტაცია და კეთილმოეწყო ასევე ქუჩაზე არსებული მოსასვენებელი ადგილები.