“ევროპული საქართველო” “ქართულ ოცნებას” პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებს. პარტიაში დღეს სატელეფონო ჩანაწერი გამოაქვეყნეს, რომელშიც, მათი თქმით, გარდაბნის “ქართული ოცნების” ოფისის კოორდინატორი “ევროპული საქართველოს” დეპუტატობის კანდიდატ, ელშან კირბანოვს პოლიტიკური საქმიანობის შეწყვეტას სთხოვს და დაჭერით ემუქრება.
“ევროპული საქართველოს” წევრი ირაკლი აბესაძე ამბობს, რომ მათი პარტიის კანდიდატებს მასიურად ემუქრებიან და საარჩევნო კამპანიის შეწყვეტას სთხოვენ.
წყარო: 1tv.ge