ხოშტარია და უდუმაშვილი ამომრჩეველს ატყუებენ – კუკავამ კონკურენტების საარჩევნო დაპირებები დაიანგარიშა

834

“თავისუფალი საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კუკავამ თავისი კონკურენტების საარჩევნო დაპირებები დაიანგარიშა, რის საფუძველზეც აცხადებს, რომ ელენე ხოშტარია და ზალიკო უდუმაშვილი მოსახლეობას ატყუებენ. თუ რა ღირებულების ტყუილს ჰპირდებიან ისინი ამომრჩეველს, კუკავამ ციფრები პარტიის facebook-ის გვერდზე გამოაქვეყნა:

ელენე ხოშტარია:

  1. ყველა პენსიონერი მიიღებს დანამატს 50 ლარის ოდენობით – 206 478 პენსიონერი X 50 ლარი = 10,323,900 ლარი X 12 თვე = 123 886 800 ლარი;
  2. 70 ლარის დანამატი სოციალური შემწეობის მიმღებ ყველა პირს – 98 696 სოციალური შემწეობის მიმღები X 70 ლარი = 6,908,720 X 12 თვე = 82,904,640;
  3. ტრამვაი – 1 კმ ტრამვაის ხაზი = 12 000 000 ევრო; 1.3 კმ (დიღომი-დიდუბის მონაკვეთი) X 12 000 000 ევრო = 15 600 000 ევრო X 2.9 (ლარის კურსი ევროსთან მიმართებაში) = 45 240 000 ლარი.

ელენე ხოშტარიას დაპირებების ჯამი 252 031 440 ლარს შეადგენს.

ზაალ უდუმაშვილი:

  1. 50 000 ლარი ყველა საჯარო სკოლას – 174 საჯარო სკოლა X 50 000 ლარი = 8 700 000 ლარი;
  2. 50 ლარის დანამატი 200 000 ქულაზე ნაკლების მქონე ყველა სოციალურად დაუცველს – 165 933 (200 000 ქულაზე ნაკლების მქონე პირი) X 50 ლარი X 12 თვე = 99,559,800 ლარი;
  3. 50 000 000 ლარი უფასო სასადილოებისთვის;
  4. 100 ლარის დანამატი ყველა სოციალურად დაუცველს, მიუხედავად სტატუსისა – 169 772 ბაზაში რეგისტრირებული პირი X 100 ლარი = 16,977,200 ლარი X 12 თვე = 203,726,400 ლარი;
  5. 3500 ლარის ვაუჩერი ბაგა-ბაღებისთვის 7000 სოციალურად დაუცველ ბავშვს და 2100 ლარის ვაუჩერი ყველა დანარჩენ – 63 000 ბავშვს – 7000 სოციალურად დაუცველი ბავშვი X 3500 ლარის ვაუჩერი = 24,500,000 ლარი; 63,000 ბავშვი X 2100 ლარის ვაუჩერი = 156,800,000 ლარი.

ზაალ უდუმაშვილის დაპირებების ჯამია 158 259 800 ლარი.