ხონში ახალი საწარმო გაიხსნა

1250

ხონში, სოფელ ივანდიდიში კაკლოვანი მცენარეების გადამამუშავებელი საწარმოს გახსნას ხონის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი გრიგოლ ლილუაშვილი დაესწრო. საწარმოში პირველ ეტაპზე 30 ადგილობრივი დასაქმდება.

„ედელინგის“ გახსნა ქართულ – გერმანული ინვესტიციით განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 8 მილიონი ლარი შეადგინა. საწარმო უახლესი ევროპული ტიპის დანადგარებითაა აღჭურვილი და აქ გადამუშავდება როგორც ადგილობრივი, ასევე შემოტანილი ნედლეული. უმაღლესი ხარისხის პროდუქტი კი მსოფლიოს რამდენიმე ბაზარზე გავა.

წყარო: ინტერპრესნიუსი