ხაშურში საინიციატივო ჯგუფმა მერობის კანდიდატად რამაზ ნოზაძე წარადგინა

1422

ხაშურში საინიციატივო ჯგუფმა მერობის კანდიდატად რამაზ ნოზაძე წარადგინა. ჯგუფის წევრები „ქართული ოცნების“ მიერ მერობის კანდიდატად გიორგი გურასპაშვილის წარდგენას აპროტესტებენ, რადგან მათი განმარტებით, ხაშურის გამგებლად მუშაობის პერიოდში მას ხაშურისთვის არაფერი გაუკეთებია.

„ქართული ოცნების“ ხაშურის რაიონული ორგანიზაციის მოქმედ წევრთა ჯგუფმა გადაწყვიტა მხარი დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭიროს. რამაზ ნოზაძე დღეს მხარდამჭერებს შეხვდა და მათ საკუთარი პროგრამა გააცნო.

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.

წყარო: იმედინიუსი

ფოტო: იმედინიუსი