ახალციხის მერობის კანდიდატმა კანდიდატურა მოიხსნა

1006

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე სუბიექტებისთვის, რეგისტრაციიდან მოხსნის ვადა ამოიწურა.

ახალციხის მერობის კანდიდატების რაოდენობა, ერთით შემცირდა. მუნიციპალიტეტის პირველი პირის სტატუსის მოპოვებისთვის ბრძოლას 5 კანდიდატი აგრძელებს.

პარტია “გიორგი ვაშაძე – ერთობა ახალი საქართველოს” კანდიდატმა არზუმან ზოროღლიანმა კანდიდატურა მოიხსნა.

#37 ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ამბობს, რომ მისი რეგისტრაციიდან მოხსნის განკარგულება 8 ოქტომბერს გამოსცა.

თვითმმართველობის არჩევნებს ახალციხის მუნიციპალიტეტში გამოეთიშა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პარტიული სიის ორი წევრი. აქედან ერთს რეგისტრაცია თავად პარტიის სურვილით შეუწყდა, მეორემ კი სიის დატოვების გადაწყვეტილება თავად მიიღო.

წყარო: TV9