გურჯაანის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარედ, ვანო ბერიძიშვილი მესამედ აირჩიეს. ინფორმაციას რადიო ჰერეთი ავრცელებს. ” ქართული ოცნების” სიის პირველი ნომერი, წარმომადგენლობით ორგანოს 2013 წლიდან ხელმძღვანელობს. საკრებულომ თავმჯდომარის სამი მოადგილე აირჩია, რომლებიც ” ქართული ოცნების” წარმომადგენლები არიან. გურჯაანის საკრებულოში ორი, ” ქართული ოცნების” და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფრაქციები შეიქმნა. მმართველი პარტიის ფრაქციას, რამაზ უტიაშვილი, ხოლო ოპოზიციის, თემურ ბუწაშვილი უხელმძღვანელებს. გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, ბიუჯეტი , ახალი საკრებულოს უფლებამოსილების ცნობამდე,...
საკრებულოს თავმჯდომარე ვერც წალენჯიხაში არიჩიეს. სხდომას წალენჯიხაში 27 წევრიდან 26 დეპუტატი დაესწრო. თუმცა, წალენჯიხის საკრებულოს აპარატის უფროსმა, იზო მოლაშხიამ "ლაივპრესს" უთხრა, რომ საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, სხდომათა დარბაზი "ნაციონალური მოძრაობის" და "გახარია-საქართველოსთვის" წარმომადგენლებმა  დატოვეს. შესაბამისად, არ იყო ქვორუმი და სხდომაც ერთი კვირით გადაიდო. ის პარასკევს, 10 დეკემბერს, 12:00 საათზე გაიმართება. ამასთან, სხდომის დასრულებამდე, გახარიას პარტიის წარმომადგენლებმა შექმნეს ერთი ფრაქცია "წალენჯიხა...
ზუგდიდის ახალი მოწვევის საკრებულოში 2 ფრაქცია შეიქმნა. მათგან ერთი, "გახარია- საქართველოსთვის" დეპუტატებისგან შედგება და მას გიგა ფარულავა უხელმძღვანელებს. მისი მოადგილე სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი მალხაზ თორია იქნება.  ინფორმაციას რადიო ათინათი ავრცელებს. რაც შეეხება მმართველი გუნდის ფრაქციას, მისი თავმჯდომარე ზუგდიდის ყოფილი მერი ირაკლი გოგოხია გახდა. მას 6 მოადგილე ეყოლება, მათ შორის არიან "ქართული ოცნების" დეპუტატები თაზო ფაცაცია, ეკატერინე კიფაია, ოთარ ქადარია,...
გორის მუნიციპალიტეტს საკრებულოში 3 ფრაქცია შეიქმნა. დეპუტატებმა კენჭისყრის გზით აირჩიეს ფრაქციების თავმჯდომარეებიც. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. ფრაქცია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” – თავმჯდომარე კობა ბერიანიძე; ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”  – ბექა ქორჩილავა; “გორი საქართველოსთვის” – მამუკა ფანიაშვილი. ინფორმაციისთვის, დღეს, 3 დეკემბერს გორის მუნიციპალიტეტის  ახალი მოწვევის საკრებულოს სხდომა გაიმართა. დეპუტატებმა ფარული კენჭისყრით აირჩიეს საკრებულოს თავჯდომარედ დავით რაზმაძე, მის მოადგილეებად კი მარლენ ნადირაძე, თამარ მურალოვა და ბექა ლობჟანიძე....
ბათუმის საკრებულოს წევრის თენგიზ აფხაზავას განცხადებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დესტრუქციული ქმედება მას შემდეგ გააგრძელა, რაც საკუთარი უფლებამოსილების ლეგიტიმაცია მოახდინა. მისივე შეფასებით, ეს იყო მათი მიზანი, რადგან ჩაგდების შემთხვევაში ჩვეულებრივად გააგრძელებდა ფუნქციონირებას ძველი მოწვევის საკრებულო და ცხადია, ისინი ამას არ დაუშვებდნენ. „როგორც კი დასრულდა ეს პროცესი, მათ გადაწყვიტეს დაეტოვებინათ საკრებულოს პირველი სხდომა და თქვეს, რომ ჩვენ აღარ დავესწრებით არც ერთ სხდომას, რითაც არაქმედითუნარიანი...
თბილისის მუნიციპალური ინსპექცია სამშენებლო საქმიანობის კოდექსში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით, აკრედიტებული ინსპექტირების სამსახურების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრებს მართავს, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, კერძო სექტორთან დღეს გამართულ შეხვედრაზე ის საკანონმდებლო ცვლილება განიხილეს, რომელიც ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისთვის სამშენებლო პროცედურებს ამარტივებს. შეხვედრის მონაწილეებს თბილისის მუნიციპალური ინსპექციის უფროსის მოადგილე ზაზა კვიციანმა ცვლილებებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და მათ შეკითხვებს უპასუხა. „საქართველოს სივრცის...
სკამებმა და სკამზე მჯდარმა ყოფილმა ხელისუფლების წევრებმა, რომლებიც დღეს აქ ბევრს საუბრობენ, გააკეთეს ისე, რომ მოიშალა ყველანაირი ლიცენზირების და სერტიფიცირების სისტემა - გელათის მძიმე მდგომარეობა კულტურის მინისტრმა წინა ხელისუფლებას, ასევე ძეგლთა დაცვის სააგენტოს ძველ ხელმძღვანელობას დააბრალა. მისივე თქმით, ხარვეზიანი იყო გელათის რეაბილიტაციის პროექტიც: "მიზეზები იყო ის, რომ პროექტი იყო ხარვეზიანი და არავინ არ მიაქცია ამას ყურადღება, მათ შორის არც იმ...
ზუგდიდის საკრებულოში, "ქართული ოცნების" გეგმებზე ანი წითლიძე ფეისბუქით ავრცელებს ინფორმაციას და წერს, რომ მმართველი პარტია გახარიას პარტიას სთავაზობს, რომ თავმჯდომარის თანამდებობაზე მათ წარმომადგენელს დაუჭერს მხარს, სანაცვლოდ კი მოადგილეების პოსტებს და მერიის ა(ა)იპ-ების შეინარჩუნებს: "საკრებულოს თავმჯდომარის მომავალ სხდომაზე ასარჩევად ქართული ოცნება ზუგდიდში განიხილავს შემდეგ სცენარს: ჩვენ რომ მათთან ალიანსში არ შევალთ და თანამდებობებს არ გავიყოფთ იციან. ამიტომ წინადადებას სთავაზობენ გახარიას: მხარს დაუჭერენ თავმჯდომარეობაზე...
ვშიშობ, თუმცა ვიდრე დასკვნა არ იქნება, ამას დარწმუნებით ვერ განვაცხადებ, რომ ის კრამიტის სახურავი, რომელიც ძირითად ტაძარზე არის მოწყობილი, ე.წ. დუღაბით იქნება თავის დროზე მოსახსნელი, - ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომელიც პარლამენტის პლენარულ სხდომას „მინისტრის საათის“ ფორმატში იმყოფება. როგორც წულუკიანმა აღნიშნა, მისი სამინისტროსთვის მომავალი წლის ყველაზე დიდი გამოწვევა არის გელათის სახურავის საკითხი. „თუ სახურავი...
მეტროსადგურ „გოცირიძის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები შვიდ თვეში დასრულდება,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაობის ადგილზე გაცნობის შემდეგ განაცხადა. კალაძის თქმით, სამუშაოების შეფერხება კონტრაქტორი კომპანიის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობამ და მეტროსადგურის ბაქნის უვარგისობამ გამოიწვია. „მეტროსადგურ „გოცირიძის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც უკვე დამთავრებული უნდა ყოფილიყო, თუმცა, აქ იყო ორი დიდი პრობლემა: კომპანიის პრობლემა, რომელმაც ვერ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები, შესაბამისად, ეს კომპანია იქნა...
საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით შექმნილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის პირველი სხდომა ჩატარდა. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მთავრობის მეთაურმა მიმართა და აღნიშნა, რომ ყველასთვის თანასწორ შესაძლებლობათა უზრუნველყოფა,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის გაუმჯობესება ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. „ჩვენ ვუერთდებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღეს. საერთაშორისო დღეა, რომელიც გაეროს მიერ არის დაწესებული. ქვეყნისა და საზოგადოების წინსვლა გულისხმობს მისი თითოეული...
ენმ არ ენდო საკუთარ გუნდს, დმანისიდან დაგვირეკეს, ვინც საკრებულოს უნდა დასწრებოდა, გამოკეტილი ჰყავთ ფონიჭალაშიო –  განაცხადა ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ. "ნაციონალური მოძრაობა" არ ენდო საკუთარი გუნდის წევრებს, ისინი წაიყვანეს თბილისში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, რომელიც წინა დღეებში ქირავდებოდა, რომ არ მისულიყვნენ საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე, რადგან საბოტაჟური მოქმედებები უნდოდათ. დმანისიდან დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ ერთმანეთში აპარატის თანამშრომლები საუბრობენ, რომ ადამიანები,...
ფოთის მეშვიდე მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე და მოადგილეები აირჩიეს. საკრებულოს თავმჯდომარე ხმათა უმრავლესობით "ქართული ოცნების“ წევრი ალექსანდრე ტყებუჩავა გახდა. პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატებმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს, ხოლო ,ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს. ალექსანდრე ტყებუჩავამ "ქართული ოცნების" წევრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ აღნიშნული თანამდებობა მისთვის დიდი პასუხისმგებლობაა. "ვიდგები ფოთისა და ფოთელების ინტერესების სადარაჯოზე. ასევე, ვეცდები ჩემი წვლილი შევიტანო ფოთის უკეთესი...
რუსთავში მეშვიდე მოწვევის საკრებულომ, დღევანდელ სხდომაზე თავმჯდომარე ვერ აირჩია. ქალაქის 35- კაციან საკრებულოში "ქართული ოცნება“ 16 დეპუტატითაა წარმოდგენილი, 16 მანდატი აქვს ,,ნაცმოძრაობას“ და სამი - პარტია ,,საქართველოსთვის“. პარტია ,,საქართველოსთვის" წევრებმა, საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე ნოდარ შეროზიას კანდიდატურა წარადგინეს, ,,ქართულმა ოცნებამ“ - მამუკა რეხვიაშვილი, ,,ერთიანმა ნაციონალურმა“ მოძრაობამ კი კანდიდატურა არ დაასახელა და განცხადების გაკეთების შემდეგ დატოვა სხდომათა დარბაზი. როგორც "ნაციონალური მოძრაობიდან" საკრებულოს დეპუტატმა ალეკო...
ამერიკის შეერთბული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის კრიტიკას პასუხობს. ელჩი ამბობს, რომ კობახიძის ცოდნას პატივს სცემს, თუმცა კონსტიტუციურ სამართალში გამოცდილება და განათლება თავადაც აქვს. გარდა ამისა, კელი დეგნანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სრულად პროპორციული სისტემა 2%-იანი ბარიერით, საქართველოს დემოკრატიული განვითარების ამ ეტაპზე საუკეთესო გზაა. "პატივს ვცემ ბატონი ირაკლი კობახიძის ცოდნას და საექსპერტო გამოცდილებას. ასევე, სხვა ბევრი  კონსტიტუციონალისტის ცოდნას და...
თელავის მუნიციპალიტეტის ახლად არჩეული საკრებულოს თავმჯდომარედ თენგიზ მთვარელიშვილი აირჩიეს. 39 დეპუტატიდან მის კანდიდატურას 22-მა დაუჭირა მხარი, ოპოზიციამ კი კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. თავმჯდომარის არჩევის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს და განაცხადეს, რომ ფორმალურ პროცესებში მონაწილეობას არ მიიღებენ. თელავის საკრებულოს თავმჯდომარეს სამი მოადგილე ეყოლება. 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგების მიხედვით, ახალი მოწვევის საკრებულოში 22 მანდატი „ქართულ ოცნებას“, 16 –„ერთიან ნაციონალურ...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ