წალენჯიხაში საკრებულოს თავმჯდომარე ვერ აირჩიეს

819

საკრებულოს თავმჯდომარე ვერც წალენჯიხაში არიჩიეს. სხდომას წალენჯიხაში 27 წევრიდან 26 დეპუტატი დაესწრო. თუმცა, წალენჯიხის საკრებულოს აპარატის უფროსმა, იზო მოლაშხიამ “ლაივპრესს” უთხრა, რომ საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, სხდომათა დარბაზი “ნაციონალური მოძრაობის” და “გახარია-საქართველოსთვის” წარმომადგენლებმა  დატოვეს.

შესაბამისად, არ იყო ქვორუმი და სხდომაც ერთი კვირით გადაიდო. ის პარასკევს, 10 დეკემბერს, 12:00 საათზე გაიმართება.

ამასთან, სხდომის დასრულებამდე, გახარიას პარტიის წარმომადგენლებმა შექმნეს ერთი ფრაქცია “წალენჯიხა საქართველოსთვის”.