გორის მუნიციპალიტეტს საკრებულოში 3 ფრაქცია შეიქმნა. დეპუტატებმა კენჭისყრის გზით აირჩიეს ფრაქციების თავმჯდომარეებიც. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
- ფრაქცია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” – თავმჯდომარე კობა ბერიანიძე;
- ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – ბექა ქორჩილავა;
- “გორი საქართველოსთვის” – მამუკა ფანიაშვილი.
ინფორმაციისთვის, დღეს, 3 დეკემბერს გორის მუნიციპალიტეტის ახალი მოწვევის საკრებულოს სხდომა გაიმართა. დეპუტატებმა ფარული კენჭისყრით აირჩიეს საკრებულოს თავჯდომარედ დავით რაზმაძე, მის მოადგილეებად კი მარლენ ნადირაძე, თამარ მურალოვა და ბექა ლობჟანიძე. ოპოზიციას კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია. ახალი მოწვევის საკრებულო 36 წევრით დაკომპლექტდა, აქედან 24 მმართველი პარტიის “ქართული ოცნების” წევრია, 12 ოპოზიციის წარმომადგენელი.