“წინადადებას სთავაზობენ გახარიას” – წითლიძე ზუგდიდის საკრებულოში, “ოცნების” სცენარზე წერს

411

ზუგდიდის საკრებულოში, “ქართული ოცნების” გეგმებზე ანი წითლიძე ფეისბუქით ავრცელებს ინფორმაციას და წერს, რომ მმართველი პარტია გახარიას პარტიას სთავაზობს, რომ თავმჯდომარის თანამდებობაზე მათ წარმომადგენელს დაუჭერს მხარს, სანაცვლოდ კი მოადგილეების პოსტებს და მერიის ა(ა)იპ-ების შეინარჩუნებს:

“საკრებულოს თავმჯდომარის მომავალ სხდომაზე ასარჩევად ქართული ოცნება ზუგდიდში განიხილავს შემდეგ სცენარს:

ჩვენ რომ მათთან ალიანსში არ შევალთ და თანამდებობებს არ გავიყოფთ იციან.

ამიტომ წინადადებას სთავაზობენ გახარიას: მხარს დაუჭერენ თავმჯდომარეობაზე გახარიას კანდიდატურას და დამატებით მისცემენ მერიაში ადგილებს. (საუბარია მაგალითად 40 თანამშრომელზე მერიაში)

სამაგიეროდ მოადგილეებს და კომისიის თავმჯდომარეების წამოიღებს ოცნება. ხელშეუხებელი დარჩება მერის აიპიები.

გახარიას პარტიას უნდა ესმოდეს რომ მსგავსი კონფიგურაცია ქართულ ოცნებასთან გარიგებას და პოლიტიკურ ვაჭრობას ნიშნავს.” – წერს ანა წითლიძე.