გურჯაანის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარედ, ვანო ბერიძიშვილი მესამედ აირჩიეს. ინფორმაციას რადიო ჰერეთი ავრცელებს.
” ქართული ოცნების” სიის პირველი ნომერი, წარმომადგენლობით ორგანოს 2013 წლიდან ხელმძღვანელობს.
საკრებულომ თავმჯდომარის სამი მოადგილე აირჩია, რომლებიც ” ქართული ოცნების” წარმომადგენლები არიან.
გურჯაანის საკრებულოში ორი, ” ქართული ოცნების” და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფრაქციები შეიქმნა.
მმართველი პარტიის ფრაქციას, რამაზ უტიაშვილი, ხოლო ოპოზიციის, თემურ ბუწაშვილი უხელმძღვანელებს.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, ბიუჯეტი , ახალი საკრებულოს უფლებამოსილების ცნობამდე, 24 ნოემბერს დაამტკიცეს და საკრებულოსა და მერიის თანამშრომლების თანდებობრივი სარგოები გაზარდეს.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი, 5 ათას, საკრებულოს ახლადარჩეული თავმჯდომარე, 4500, ხოლო მისი მოადგილეები, 3500 ლარ ხელფასს აიღებენ.