თელავის მუნიციპალიტეტის ახლად არჩეული საკრებულოს თავმჯდომარედ თენგიზ მთვარელიშვილი აირჩიეს. 39 დეპუტატიდან მის კანდიდატურას 22-მა დაუჭირა მხარი, ოპოზიციამ კი კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.
თავმჯდომარის არჩევის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს და განაცხადეს, რომ ფორმალურ პროცესებში მონაწილეობას არ მიიღებენ. თელავის საკრებულოს თავმჯდომარეს სამი მოადგილე ეყოლება.
2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგების მიხედვით, ახალი მოწვევის საკრებულოში 22 მანდატი „ქართულ ოცნებას“, 16 –„ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, ერთი კი გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ აქვს.