წინა სტატია თბილისის მერიაში მუნიციპალური სერვისების ცენტრალიზება და მისი ერთ სივრცეში მოქცევა იგეგმება. ამ მიზნით, მერიის ყველა სტრუქტურული ერთეულიდან და გამგეობებიდან გამოიყოფა აღნიშნული ფუნქცია და მისი ცენტრალიზება ახალ ა(ა)იპ-ში - მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოში მოხდება. ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ სტრუქტურული რეფორმის პრეზენტაციაზე განაცხადა. "შესაბამისი სამსახურები და განყოფილებები აქვს  როგორც მერიას, ისე ათივე გამგეობას, არქიტექტურის სამსახურს და ქონების მართვის სამსახურს. რეფორმის...
წინა სტატია თბილისის მერიაში, სტრუქტურული რეორგანიზაციის ფარგლებში, ორი საქალაქო სამსახური - კულტურისა და განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურები გაერთიანდება და კულტურის, განათლების და სპორტის საქალაქო სამსახურად ჩამოყალიბდება. გარდა ამისა, კეთილმოწყობის სამსახურს სახელწოდება შეეცვლება და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური დაერქმევა. ასევე, მოხდება გამწვანების საქალაქო სამსახურის რეორგანიზაცია, რის შემდეგაც ის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურად გარდაიქმნება. ცვლილებები შეეხება არქიტექტურის სამსახურსაც, რომელსაც მხოლოდ სამშენებლო ნებართვების გაცემის ფუნქცია დარჩება, ურბანულ...
წინა სტატია თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს რამდენიმე ახალი ფუნქცია დაემატება. ამის შესახებ დღეს მერიის სტრუქტურული რეორგანიზაციის პროექტის პრეზენტაციისას გახდა ცნობილი. სამსახურის უფლებამოსილება იქნება ტრანსპორტის განვითარების პოლიტიკის განსაზღვრა და გატარება, ასევე, ურბანული პოლიტიკის შემუშავებაში, გატარებასა და ქალაქთმშენებლობითი პროცესების მართვაში მონაწილეობა. თბილისის მერიის სტრუქტურული რეორგანიზაციის პროექტის პრეზენტაცია დედაქალაქის მთავრობამ დღეს გამართა.
წინა სტატია PR სამსახურების ცენტრალიზების მიზნით, დედაქალაქის მერია ახალ ა(ა)იპ-ს - საზოგადოებასთან კომუნიკაციის განვითარების სააგენტოს ქმნის. თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მერიის სტრუქტურულ ერთეულებში - გამგეობებში, საქალაქო სამსახურებში, შპს-ებსა და ა(ა)იპ-ებში არსებობდა შესაბამისი სამსახურები, თუმცა, საზოგადოებამდე ინფორმაციის მიტანა მაინც ჭირდა. ამ სამსახურების ცენტრალიზებულ სტრუქტურაში გაერთიანებით კი ეს პრობლემა გადაიჭრება, მერიის საქმიანობა უფრო გამჭვირვალე გახდება და გაიზრდება საზოგადოების ჩართულობა. სააგენტო თბილისის მერიის სტრუქტურული...
წინა სტატია თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურად გარდაიქმნება. ამის შესახებ თბილისის მერიის სტრუქტურული რეფორმის პრეზენტაციისას დედაქალაქის მთავრობის წარმომადგენლებმა განაცხადეს. გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ძირითადი მიმართულებები მუნიციპალური ნარჩენების მართვის თანამედროვე სტანდარტების დანერგვა, მწვანე ლანდშაფტური პოლიტიკის განსაზღვრა და შესაბამისი დაგეგმარება, ტყის მართვის პოლიტიკის შემუშავება, მწვანე სივრცეების განვითარება და ახალი სარეკრეაციო ზონების შექმნა, აგრეთვე, ქალაქმშენებლობის პროცესში მონაწილეობა იქნება.
წინა სტატია თბილისის მერიაში, სტრუქტურული რეფორმის ფარგლებში, სათათბირო ორგანოები - კომისიები და საბჭოები გაუქმდა. ამის შეხახებ ცნობილი დღეს დედაქალაქის მერიის სტრუქტურული რეფორმის პრეზენტაცისას გახდა. რეფორმის ფარგლებში, ე.წ. ზონალური საბჭო და სხვა 19 კომისია და საბჭო გაუქმდა. მერიის განცხადებით, მმართველობითი პროცესები არასაჭირო რგოლების მონაწილეობის გარეშე გაგრძელდება. შესაბამისად, კომისიების და საბჭოების ფუნქციები მერიის შესაბამის სტრუქტურებს გადაუნაწილდათ.
წინა სტატია თბილისის მერიაში ახალი სამსახური - ურბანული განვითარების საქალაქო სამსახური იქმნება. ამ დრომდე ურბანული განვითარების პოლიტიკის შემუშავება თბილისის არქიტექტურის სამსახურის უფლებამოსილება იყო, თუმცა, როგორც დღეს გამართულ პრეზენტაციაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, ხორციელდება არქიტექტურის სამსახურის სტრუქტურული რეფორმა, რის შემდეგაც ურბანული განვითარების პოლიტიკას ახალი საქალაქო სამსახური განსაზღვრავს, ხოლო არქიტექტურის სამსახური მხოლოდ სერვისებზე ორიენტირებული სტრუქტურა გახდება. ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის საქმიანობის ძირითადი...
შვიდი თვითმმართველი ქალაქის ბრძოლა სტატუსისთვის გასულ წელს მთავრობის გამარჯვებით დასრულდა. ოზურგეთი, ზუგდიდი, ამბროლაური, გორი, ახალციხე, მცხეთა და თელავი შესაბამისი თემების მუნიციპალიტეტებთან გაერთიანდა და თვითმმართველი ქალაქის სტატუსი ჩამოერთვა. შესაბამისად, მათ დამოუკიდებელი ბიუჯეტის წარმოებისა და გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უფლება ჩამოერთვათ. არასამთავრობო სექტორმა, რომელიც თვითმმართველი ქალაქების შენარჩუნებას ითხოვდა, იმ მოტივით, რომ მთავრობამ გადაწყვეტილება დახურულ კარს მიღმა, ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის გარეშე მიიღო, 2017...
მიუხედავად იმისა, რომ 2 დღეში 2018 წელი დადგება, ადგილობრივ თვითმმართველობებში მომდევნო წლის ბიუჯეტების მიღების პროცესი ჯერ არ დასრულებულა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ამის მიზეზად არჩევნებს ასახელებენ. მიუხედავად იმისა, რომ მათ წინამორბედებს ბიუჯეტის პროექტები კანონით დადგენილ ვადაში - 10 ნოემბრამდე, ფაქტობრივად, მზად ჰქონდათ, მუნიციპალიტეტების ახალმა თავკაცებმა მათი კორექტირება გადაწყვიტეს. უცვლელია პრიორიტეტები - პირველ ადგილს კვლავ მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მოწესრიგება იკავებს. ასევე, უცვლელია ბიუჯეტის...
ახალციხის მერიამ, თვითმმართველი ქალაქისა და სათემო მუნიციპალიტეტის გაერთიანების შედეგად, მუნიციპალური ბიუჯეტი ჯამში 23 თანამშრომლის სახელფასო ანაზღაურებით დაზოგა. გარდა ამისა, მერიამ 37 თანამშრომელი ჯერ სამსახურიდან გაათავისუფლა და ვაკანტურ პოზიციებზე კონკურსი გამოაცხადა,  შემდეგ კი მათი გათავისუფლების შესახებ ბრძანებები ბათილად ცნო.  აღნიშნულ საქმეზე თვითმმართველობას სასამართლოში უჩივლებენ. მუნიციპალიტეტში თანამშრომელთა შემცირების საკითხი მას შემდეგ დადგა, რაც ქალაქ ახალციხეს თვითმმართველი ერთეულის სტატუსი გაუუქმეს და კვლავ სათემო...
თბილისის მერიამ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტზე მომუშავე ჯგუფი დააჯარიმა. გასულ კვირას ​„სითი ინსტიტუტი საქართველოს“ 5 600-ლარიანი ჯარიმა დაერიცხა, 2 დღის წინ კი განმეორებითი ფულადი სანქციის შესახებ შეტყობინება მიიღო. ამჯერად ჯარიმის თანხამ 140 ათასი ლარი შეადგინა. როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი აცხადებს, მერიას მათთვის დაჯარიმების მიზეზი არ განუმარტავს. „ჩვენთვისაც გაუგებარია, რა გახდა დაჯარიმების საფუძველი. სამსახურმა არ განგვიმარტა, ჩვენ რომელ ძველ შენიშვნებთან დაკავშირებით დაგვაჯარიმეს. ერთი...
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, შესაძლოა, ზაზა გაბუნია გახდეს, - ინფორმაციას ამის შესახებ "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს. გაბუნიამ სააგენტოსთან საუბრისას დაადასტურა, რომ გუნდში მის კანდიდატურასთან დაკავშირებით კონსულტაციები გაიმართა, თუმცა, მისი თქმით, „საბოლოო გადაწყვეტილება მომდევნო დღეების თემაა“. აღსანიშნავია, რომ ზაზა გაბუნია პარლამენში ამ კომიტეტის წევრი საერთოდ არ არის. პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც დეპუტატი გრიგოლ ლილუაშვილი...
მთავრობა არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით საბჭოს შექმნას გეგმავს - ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, დაგეგმილია არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაღრმავება და შეიქმნება პლატფორმა – საბჭო, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შევლენ და რომელსაც მთავრობა ყოველკვარტლურ ანგარიშს წარუდგენს. გარდა ამისა, პრემიერმა თქვა, რომ შეიქმნა პორტალი ichange.gov.ge, რომელზეც მოქალაქეებს ინიციატივების ატვირთვა შეეძლებათ და 10 000 ხელმოწერის შეკრების შემთხვევაში, მთავრობას ამ ინიციატივის განხილვის ვალდებულება ექნება. კვირიკაშვილი...
უახლოეს მომავალში წარვდგებით სტრატეგიით, თუ როგორ მოვახდენთ მეტ დეცენტრალიზაციას და გადაწყვეტილების მიღების სიმძიმის ცენტრების რეგიონებში გადატანას, - ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა პარლემენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, სადაც ის დეპუტატებს სამთავრობო პროგრამას ”თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა 2018 – 2020” აცნობს. მისი თქმით, ხელისუფლებისათვის თვითმმართველობა და დეცენტრალიზაცია მმართველობითი ბლოკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტატეგიული ხაზია და აქვე განმარტა, რომ დეცენტრალიზაციის პროცესი 10 წელს გასტანს. "ჩვენ, საპარლამენტო კოლეგებთან...
პრემიერი 2018 წელს საყოველთაო ჩართულობის წლად აცხადებს, ამის შესახებ მან მთავრობის მომდევნო წლების სტრატეგიაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, "ღია მმართველობის პარტნიორობა" არის ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო პლატფორმა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს შეუძლია, წარმოაჩინოს ქვეყანაში განხორციელებული რეფორმები და მიიღოს საუკეთესო რჩევები საერთაშორისო პარტნიორებისგან. როგორც ცნობილია, წელს საქართველო "ღია მმართველობის პარტნიორობის" თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. პრემიერის განცხადებით, 2018 წელს ქვეყანა პარტნიორობის სამიტს უმასპინძლებს, რისი ორგანიზების საქმეშიც...
მთავრობას დეცენტრალიზაციის სტრატეგიის სამუშაო ვარიანტი უკვე მზად აქვს და droa.ge-ს ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს პარლამენტში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებისას ამ საკითხზეც ისაუბრებს. როგორც გვარკვიეთ, დოკუმენტი სამ მიმართულებას მოიცავს: ფისკალურ დეცენტრალიზაციას, მუნიციპალიტეტებისთვის გარკვეული უფლებამოსილებების დელეგირებასა და კარგი მმართველობის ჩამოყალიბებას ადგილობრივ დონეზე. ჩვენი ინფორმაციით, ფისკალური დეცენტრალიზაციის ნაწილში საუბარია ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის ქონების გადაცემაზე, გათანაბრებითი ტრანსფერის ფორმულის ცვლილებასა და საშემოსავლო გადასახადის ნაწილის მუნიციპალურ ბიუჯეტებში დატოვებაზე, თუმცა, ისიც...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ