თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს რამდენიმე ახალი ფუნქცია დაემატება. ამის შესახებ დღეს მერიის სტრუქტურული რეორგანიზაციის პროექტის პრეზენტაციისას გახდა ცნობილი.
სამსახურის უფლებამოსილება იქნება ტრანსპორტის განვითარების პოლიტიკის განსაზღვრა და გატარება, ასევე, ურბანული პოლიტიკის შემუშავებაში, გატარებასა და ქალაქთმშენებლობითი პროცესების მართვაში მონაწილეობა.
თბილისის მერიის სტრუქტურული რეორგანიზაციის პროექტის პრეზენტაცია დედაქალაქის მთავრობამ დღეს გამართა.