თბილისის მერიაში ახალი სამსახური – ურბანული განვითარების საქალაქო სამსახური იქმნება. ამ დრომდე ურბანული განვითარების პოლიტიკის შემუშავება თბილისის არქიტექტურის სამსახურის უფლებამოსილება იყო, თუმცა, როგორც დღეს გამართულ პრეზენტაციაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, ხორციელდება არქიტექტურის სამსახურის სტრუქტურული რეფორმა, რის შემდეგაც ურბანული განვითარების პოლიტიკას ახალი საქალაქო სამსახური განსაზღვრავს, ხოლო არქიტექტურის სამსახური მხოლოდ სერვისებზე ორიენტირებული სტრუქტურა გახდება.
ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულება იქნება: მუნიციპალური პოლიტიკის შემუშავება და გატარება, დაგეგმარება და განახლება, ქალაქმშენებლობითი პროექტების მართვა.