ზაზა გაბუნია პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი პრეტენდენტია

1155

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, შესაძლოა, ზაზა გაბუნია გახდეს, – ინფორმაციას ამის შესახებ “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

გაბუნიამ სააგენტოსთან საუბრისას დაადასტურა, რომ გუნდში მის კანდიდატურასთან დაკავშირებით კონსულტაციები გაიმართა, თუმცა, მისი თქმით, „საბოლოო გადაწყვეტილება მომდევნო დღეების თემაა“.

აღსანიშნავია, რომ ზაზა გაბუნია პარლამენში ამ კომიტეტის წევრი საერთოდ არ არის.

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც დეპუტატი გრიგოლ ლილუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე გახდა.

გავრცელებული ინფორმაციით, კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ასევე განიხილება მერაბ ქვარაიას, გოგა გულორდავას და გელა სამხარაულის კანდიდატურები.