მთავრობა არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით საბჭოს შექმნას გეგმავს

1297

მთავრობა არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით საბჭოს შექმნას გეგმავს – ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, დაგეგმილია არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაღრმავება და შეიქმნება პლატფორმა – საბჭო, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შევლენ და რომელსაც მთავრობა ყოველკვარტლურ ანგარიშს წარუდგენს.

გარდა ამისა, პრემიერმა თქვა, რომ შეიქმნა პორტალი ichange.gov.ge, რომელზეც მოქალაქეებს ინიციატივების ატვირთვა შეეძლებათ და 10 000 ხელმოწერის შეკრების შემთხვევაში, მთავრობას ამ ინიციატივის განხილვის ვალდებულება ექნება.

კვირიკაშვილი 2018 წელი საყოველთაო ჩართულობის წლად აცხადებს. როგორც ცნობილია, წელს საქართველო “ღია მმართველობის პარტნიორობის” თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. პრემიერის განცხადებით, 2018 წელს ქვეყანა პარტნიორობის სამიტს უმასპინძლებს, რისი ორგანიზების საქმეშიც იუსტიციის სამინისტროა ჩართული.