თბილისის მერია ახალ ა(ა)იპ-ს – საზოგადოებასთან კომუნიკაციის განვითარების სააგენტოს ქმნის

1562

წინა სტატია

PR სამსახურების ცენტრალიზების მიზნით, დედაქალაქის მერია ახალ ა(ა)იპ-ს – საზოგადოებასთან კომუნიკაციის განვითარების სააგენტოს ქმნის. თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მერიის სტრუქტურულ ერთეულებში – გამგეობებში, საქალაქო სამსახურებში, შპს-ებსა და ა(ა)იპ-ებში არსებობდა შესაბამისი სამსახურები, თუმცა, საზოგადოებამდე ინფორმაციის მიტანა მაინც ჭირდა. ამ სამსახურების ცენტრალიზებულ სტრუქტურაში გაერთიანებით კი ეს პრობლემა გადაიჭრება, მერიის საქმიანობა უფრო გამჭვირვალე გახდება და გაიზრდება საზოგადოების ჩართულობა.

სააგენტო თბილისის მერიის სტრუქტურული რეფორმის ფარგლებში შეიქმნება. რეფორმის ფარგლებში მერიის სტრუქტურული ერთეულებიდან, გამგეობებიდან, სსიპ-ებიდან, ა(ა)იპ-ებიდან და შპს-ებიდან მოხდება ამ ფუნქციის გამოტანა და მისი ცენტრალიზება ცალკე, ამ მიზნით შექმნილ ახალ ა(ა)იპ-ში – საზოგადოებასთან კომუნიკაციის განვითარების სააგენტოში.

რეფორმის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია სხვა ა(ა)იპ-ების შექმნა და რამდენიმე საქალაქო სამსახურის რეორგანიზაცია.

მერიაში სტრუქტურული რეფორმა თებერვლის ბოლოს განხორციელდება, თუმცა, მანამდე ამ საკითხს დედაქალაქის საკრებულო განიხილავს.