თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურად გარდაიქმნება

1242

წინა სტატია

თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურად გარდაიქმნება. ამის შესახებ თბილისის მერიის სტრუქტურული რეფორმის პრეზენტაციისას დედაქალაქის მთავრობის წარმომადგენლებმა განაცხადეს.

გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ძირითადი მიმართულებები მუნიციპალური ნარჩენების მართვის თანამედროვე სტანდარტების დანერგვა, მწვანე ლანდშაფტური პოლიტიკის განსაზღვრა და შესაბამისი დაგეგმარება, ტყის მართვის პოლიტიკის შემუშავება, მწვანე სივრცეების განვითარება და ახალი სარეკრეაციო ზონების შექმნა, აგრეთვე, ქალაქმშენებლობის პროცესში მონაწილეობა იქნება.