შემდეგი სტატია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საკონსტიტუციო სასამართლოში მუნიციპალიტეტის საკრებულოს ის უფლებამოსილება გაასაჩივრა, რომლითაც, არჩევნებიდან 6 თვის გასვლის შემდეგ, უნდობლობის გამოცხადებით, მერის თანამდებობიდან გადაყენება შესაძლებელი. კერძოდ, "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით" განსაზღვრულია, რომ საკრებულოს წევრთა უმრავლესობას შეუძლია, უნდობლობის პროცედურა დაიწყოს მერის წინააღმდეგ და 10 დღის ვადაში საკრებულოს წევრთა ორი მესამედის უმრავლესობით უფლებამოსილება შეუწყვიტოს მას ყოველგვარი დასაბუთების გარეშე. აღნიშნული ჩანაწერი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მეორე პუნქტს,...
ხაშურის მუნიციპალიტეტის ალის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ცხეთიჯვარში ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. ინფორმაციას ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. ამავე წყაროს თანახმად, "პროექტის ფარგლებში მოეწყობა გზის 670 მეტრიანი მონაკვეთი, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ადგილობრივების საყოფაცხოვრებო პირობებს და სოფელში გადაადგილება კომფორტული და უსაფრთხო გახდება". "ბეტონის გზით ცხეთიჯვრის გარდა სოფლების: წაღვლის, წეღვერის, ყობის, ჩორჩანის, კლდისწყაროს, ტიტვინისწყაროს, ზემო და ქვემო ბროლოსნის 2000-ზე მეტი ადგილობრივი მცხოვრები და სტუმარი...
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი 2011 წელს, ბათუმისთვის გადაცემული ტერიტორიის უკან დაბრუნებას ითხოვს.  ინიციატივა ხელვაჩაურის საკრებულოს ეკუთვნის, რომელმაც შემოერთებული ტერიტორიების უკან დაბრუნებისთვის ​დროებით მოქმედი კომისია შეიქმნა. ამის შესახებ "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს ინფორმაციას. კომისია ბათუმის მერიასთან შეთანხმებით,ახალი საზღვრები უნდა დაადგინოს. ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარე ნადიმ ვარშანიძე ამბობს, რომ ტერიტორიების კვლავ ხელვაჩაურის საზღვრებში მოქცევა მოსახლეობასთან კომუნიკაციას და მათ საჭიროებებზე ზრუნვას გააიოლებს. ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ, შესაძლოა, საზღვრები მახვილაურიდან ჭოროხამდე ან თოდოგაურიდან ჭოროხამდე დადგინდეს. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ნაწილი, ბათუმის ადმინისტრაცულ საზღვრებში, საქართველოს პარლამენტის...
საჩხერეში სურსათის ეროვნული სააგენტოს ახალი ოფისის მშენებლობის მიმდინარეობის პროცესი მუნიციპალიტეტის მერმა, ბენიამენ ფალავანდიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ივანაშვილმა დაათვალიერეს. ინფორმაციას საჩხერის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, ოფისის მშენებლობა, რომელიც ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება,  10 თვეში დასრულდება. სურსათის უვნებლობა, ვეტერინარია და მცენარეთა დაცვა ის სფეროებია, რომელთა კონტროლს სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს, კერძოდ კი, მავნე სურსათის გამოვლენა და განადგურება, ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვა და ეპიდაფეთქების ლიკვიდაცია,...
ასპინძაში, სოფელი რუსთავი ისევ სასმელი წყლის გარეშეა. "სამხრეთის კარიბჭის" ცნობით, ამ დრომდე ვერ დადგინდა სად იღებდა სათავეს სოფლის სასმელი წყალი. ახლა სოფელში წყლის მიწოდების ორ ალტერნატივაზე საუბრობენ და ორივე პროექტი სოლიდური თანხა ჯდება. ‘მტკვარი ჰესმა’, რომლის გვირაბის გაყანასაც უკავშირებენ რუსთავში წყლის დაშრობას, წყლის შეწყვეტის მიზეზები თავად გამოიკვლია. მაგრამ, როგორც ობიექტზე ამბობენ, ზუსტად სად იყო წყლის სათავე, ამის რაიმე ოფიციალური დოკუმენტი არ...
საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტი თბილისში ორდღიან ფორუმზე შეიკრიბა. ინფორმაციას გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF) ავრცელებს. ამავე წყაროს თანახმად, ღონისძიების მიზანს იმ როლზე შეთანხმება წარმოადგენდა, რომელიც ცენტრალურ და ადგილობრივ მთავრობებს, დაუცველი ოჯახების დახმარებისა და ბავშვთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრასთან დაკავშირებით ეკისრება. საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ მუნიციპალიტეტების გადამწყვეტ როლზე დაუცველი ოჯახების დახმარების საქმეში და განიხილეს ნაბიჯები, რომლებიც უნდა გადადგას საქართველოს მთავრობამ ბავშვთა მიმართ ძალადობის...
ბათუმის ქუჩების დანაგვიანებისთვის, ბოლო ორი თვის განმავლობაში, შპს "სანდასუფთავებამ" 1320 ლარის ჯარიმა გამოწერა. ამის შესახებ ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს და დასძენს, რომ ყველაზე დიდი საჯარიმო სანქცია - 1000 ლარი სუპერმარკეტ "იალჩინს" დაეკისრა. "სანდასუფთავების" ცნობით, ქალაქის დანაგვიანებისთვის, ძირითადად, სუპერმარკეტებისა და მაღაზიების წარმომადგენლები ჯარიმდებიან. ისინი ქალაქში დიდი ზომის მუყაოს ყუთებს სანაგვე ურნებში, ან მის გვერდით ათავსებენ, რაც აბინძურებს ქუჩებს და არღვევს საყოფაცხოვრებო ნარჩენების განკარგვის შესახებ...
ოქსფორდის უნივერსიტეტის სათემო განვითარების ჟურნალმა საქართველოში თემის თვითორგანიზების გამოცდილების შესახებ სტატია გამოაქვეყნა. მისი ავტორები სათემო განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი ანა მარგველაშვილი და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის ხელმძღვანელი ირაკლი ხვადაგიანი არიან. "სტატია შეეხება 1921 წლამდე, ანუ საბჭოთა ოკუპაციამდე საქართველოში თვითმოქმედების, თვითმმართველობისა და სასოფლო ინიციატივების გამოცდილებას, აგრეთვე, სათემო ინიციატივებისა და განვითარების დღეს არსებულ პრობლემებს. სტატიას საფუძვლად დაედო 2015-2016 წლებში ჩატარებული კვლევა "ინიციატივა ცვლილებებისათვის", რომლის...
წინა სტატია თბილისის სააპელაციო სასამართლომ 17 აპრილს ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ოთხ ოჯახს ახალციხეში, იბერიის ქუჩაზე N17-ში მდებარე სკოლის ყოფილი შენობიდან გამოასახლებენ. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს. როგორც ვეტერანების ადვოკატი კახა მათოშვილი ამბობს, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას უზენაესში გაასაჩივრებენ: „დაახლოებით ორი წელი მაინც ვერ დაატოვებინებენ ამ შენობას ვეტერანებს, რადგან უზენაესმაც რომ ძალაში დატოვოს ეს გადაწყვეტილება, შემდეგ ამის აღსრულებას მინიმუმ წელიწადი...
ქუთაისში, ლაღიძის ქუჩაზე ასფალტის ახალი საფარი დაიგო. ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, დასრულებული სამუშაოები ქუთაისის მერმა, გიორგი ჭიღვარიამ, ვიცე მერმა, გიორგი იობაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ და უქიმერიონის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ამირან კოპალეიშვილმა დაათვალიერეს. ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ ქალაქში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურ ფაზაში შედის. უკვე დასრულებულია რამდენიმე ქუჩა, როგორც კაპიტალურად, ასევე, ორმოული შეკეთების კუთხით. ქალაქის მერის თქმით, უახლოეს მომავალში ქუთაისის...
ცაგერის მუნიციპალიტეტში ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით, სოფელ ტვიშში გამართული შეხვედრა ადგილობრივებსა და კომპანიის წარმომადგენლებს შორის ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს. მოსახლეობა ტვიშიჰესის და ნამოვანჰესის მშნებლობას აპროტესტებს. მათი თქმით, სოფლები ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დადგებიან და განადგურდება უნიკალური ყურძნის ჯიში ლეჩხუმური ცოლიკაური. ადგილოვრივი მცხოვრებლები შიშობენ, რომ დაკარგავენ სახლებს, მიწის ნაკვეთებს და დაიტბორება ხვამლის მთის მიმდებარე ტერიტორია. მათივე თქმით, თუკი ჰესები აშენდება, სამ სოფელს დაცლა ემუქრება,...
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ გვესოში მეწყრული პროცესების შედეგად დაზიანებული გზა განახლდა. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს. მეწყრული პროცესი ამ მონაკვეთზე ერთი კვირის წინ გააქტიურდა, რამაც საფრთხე შეუქმნა მოსახლეობას. ადგილობრივებს ამ დრომდე ალტერნატიული გზით უწევდათ სოფელში შესვლა, ავტომობილების გადაადგილება კი აკრძალული იყო. ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის, ავთანდილ უგრეხელიძის განცხადებით, სტიქიის მიერ დაზიანებული გზა გეოლოგიური დასკვნისა და რეკომენდაციების პარალელურად აღდგა.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ექვსმა დეპუტატმა ახალციხის რაიონულ სასამართოში საჩივარი შეიტანა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. მისივე ინფორმაციით, "დეპუტატებს საკრებულოში ორი ფრაქციის "ქართული ოცნება – კონსერვატორები“ და "ქართული ოცნება – მრეწველების“ შექმნაზე ეთქვათ უარი. მათ შორის არიან ანდრო გედიაშვილი, ივანე შალუტაშვილი და ოთარ არბოლიშვილი, რომლებმაც ფრაქციების შექმნის მიზნით, "ქართული ოცნება" დატოვეს. იმისთვის, რომ საკრებულოში მეტი ფრაქცია შექმნილიყო, ანდრო გედიაშვილი "კოსერვატორებში“ გადავიდა, ხოლო ივანე...
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, თემის და ქალაქის გაერთიანების შემდეგ თანამდებობის პირთა და აპარატში დასაქმებულთა რაოდენობა ჯამში 49 ადამიანია. მათ შორის 19 თანამდებობის პირია, დანარჩენი კი აპარატის თანამშრომელი. 2017 წელს თემის და ქალაქის საკრებულოში ჯამში 74 მუშაობდა. აქედან 24 თანამდებობის პირი. ამის შესახებ "ლაივპრესი" წერს. გამოცემის მიერ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის მიხედვით, მოქმედ საკრებულოში თანამდებობის პირების და აპარატის თანამშრომლების ხელფასებზე ყოველთვიურად 71 650...
ქუთაისის მერიასა და ა. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკების თანახმად, ქუთაისში, ცხინვალის შესახვევთან სკვერი მოეწყობა. ინფორმაციას ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. ამავე წყაროს თანახმად, სკვერის მოწყობის ხარჯებს თავად უნივერსიტეტი გაიღებს და ის წერეთლის უნივერსიტეტს გადაეცემა სარგებლობის უფლებით. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს უნივერსიტეტის გარეფასადის შესაძლო განათების საკითხზეც. მხარეებმა ურთიერთანამშრომლობის დეტალებზეც ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ მომავალში, წერეთლის უნივერსიტეტსა და ქუთაისის მერიას შორის თანამშრომლობა უფრო...
ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე, სულხან ღლონტი ბათუმის მერიაში სასტუმროების მენეჯერებს შეხვდნენ. ბათუმის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელსაც რეგიონში არსებული მაღალი და საშუალო კლასის სასტუმროების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის მზადებასა და რეგიონში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. ამავე წყაროს თანახმად, შეხვედრის მთავარ თემას მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადისთვის მზადება წარმოადგენდა, რომელსაც ბათუმი 23 სექტემბრიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით უმასპინძლებს. ქალაქში მსგავსი...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ