ქუთაისში ასფალტის ახალი საფარი დაიგო

723

ქუთაისში, ლაღიძის ქუჩაზე ასფალტის ახალი საფარი დაიგო. ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, დასრულებული სამუშაოები ქუთაისის მერმა, გიორგი ჭიღვარიამ, ვიცე მერმა, გიორგი იობაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ და უქიმერიონის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ამირან კოპალეიშვილმა დაათვალიერეს.

ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ ქალაქში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურ ფაზაში შედის. უკვე დასრულებულია რამდენიმე ქუჩა, როგორც კაპიტალურად, ასევე, ორმოული შეკეთების კუთხით. ქალაქის მერის თქმით, უახლოეს მომავალში ქუთაისის თითქმის ყველა ქუჩაზე განხორციელდება სამუშაოები.