საჩხერეში სურსათის ეროვნული სააგენტოს ახალი ოფისის მშენებლობა მიმდინარეობს

838

საჩხერეში სურსათის ეროვნული სააგენტოს ახალი ოფისის მშენებლობის მიმდინარეობის პროცესი მუნიციპალიტეტის მერმა, ბენიამენ ფალავანდიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ივანაშვილმა დაათვალიერეს. ინფორმაციას საჩხერის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ოფისის მშენებლობა, რომელიც ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება,  10 თვეში დასრულდება.

სურსათის უვნებლობა, ვეტერინარია და მცენარეთა დაცვა ის სფეროებია, რომელთა კონტროლს სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს, კერძოდ კი, მავნე სურსათის გამოვლენა და განადგურება, ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვა და ეპიდაფეთქების ლიკვიდაცია, ასევე, სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაცვა მავნე ორგანიზმებისაგან.