ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელში ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

502

ხაშურის მუნიციპალიტეტის ალის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ცხეთიჯვარში ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. ინფორმაციას ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ამავე წყაროს თანახმად, “პროექტის ფარგლებში მოეწყობა გზის 670 მეტრიანი მონაკვეთი, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ადგილობრივების საყოფაცხოვრებო პირობებს და სოფელში გადაადგილება კომფორტული და უსაფრთხო გახდება”.

“ბეტონის გზით ცხეთიჯვრის გარდა სოფლების: წაღვლის, წეღვერის, ყობის, ჩორჩანის, კლდისწყაროს, ტიტვინისწყაროს, ზემო და ქვემო ბროლოსნის 2000-ზე მეტი ადგილობრივი მცხოვრები და სტუმარი ისარგებლებს. მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ზვიად ქურდაძე და ინფრასტრუქტურის განვითარების და კეთილმოწყობის განყოფილების უფროსი გიორგი პაპიაშვილი. მათივე თქმით, სამუშაოები მიმდინარე წლის გაზაფხულზე დასრულდება. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება, 264 380 ლარს შეადგენს”,-წერია ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციაში.