ქუთაისის მერიასა და ა. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკების თანახმად, ქუთაისში, ცხინვალის შესახვევთან სკვერი მოეწყობა. ინფორმაციას ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
ამავე წყაროს თანახმად, სკვერის მოწყობის ხარჯებს თავად უნივერსიტეტი გაიღებს და ის წერეთლის უნივერსიტეტს გადაეცემა სარგებლობის უფლებით.
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს უნივერსიტეტის გარეფასადის შესაძლო განათების საკითხზეც.
მხარეებმა ურთიერთანამშრომლობის დეტალებზეც ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ მომავალში, წერეთლის უნივერსიტეტსა და ქუთაისის მერიას შორის თანამშრომლობა უფრო აქტიური გახდება.