ბათუმის საზღვრები შესაძლოა შეიცვალოს

1061

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი 2011 წელს, ბათუმისთვის გადაცემული ტერიტორიის უკან დაბრუნებას ითხოვს.  ინიციატივა ხელვაჩაურის საკრებულოს ეკუთვნის, რომელმაც შემოერთებული ტერიტორიების უკან დაბრუნებისთვის ​დროებით მოქმედი კომისია შეიქმნა. ამის შესახებ “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს ინფორმაციას.

კომისია ბათუმის მერიასთან შეთანხმებით,ახალი საზღვრები უნდა დაადგინოს.

ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარე ნადიმ ვარშანიძე ამბობს, რომ ტერიტორიების კვლავ ხელვაჩაურის საზღვრებში მოქცევა მოსახლეობასთან კომუნიკაციას და მათ საჭიროებებზე ზრუნვას გააიოლებს.

ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ, შესაძლოა, საზღვრები მახვილაურიდან ჭოროხამდე ან თოდოგაურიდან ჭოროხამდე დადგინდეს.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ნაწილი, ბათუმის ადმინისტრაცულ საზღვრებში, საქართველოს პარლამენტის დადგენილებით, 2011 წლის 14 ივნისს შემოუერთდა. ტერიტორიაზე მოხვდა ხელვაჩაურის გამგეობისა და საკრებულოს შენობაც.  შენობა, სადაც მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციაა ​ განთავსებული, ბათუმს ეკუთვნის.