ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ გვესოში მეწყრული პროცესების შედეგად დაზიანებული გზა განახლდა. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.
მეწყრული პროცესი ამ მონაკვეთზე ერთი კვირის წინ გააქტიურდა, რამაც საფრთხე შეუქმნა მოსახლეობას. ადგილობრივებს ამ დრომდე ალტერნატიული გზით უწევდათ სოფელში შესვლა, ავტომობილების გადაადგილება კი აკრძალული იყო.
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის, ავთანდილ უგრეხელიძის განცხადებით, სტიქიის მიერ დაზიანებული გზა გეოლოგიური დასკვნისა და რეკომენდაციების პარალელურად აღდგა.