სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაკავებული მარტვილის ყოფილი გამგეობის თანამშრომლები ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ინფორმაციას "ლაივპრესი" ავრცელებს.
ბრალდებულები მამუკა კეკელია 15 ათასი, ხოლო გია ჩიხლაძე 90 ათასი ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. როგორც ბრალდებულებმა ჟურნალისტებს უთხრეს,ისინი თავს დამნაშავედ არ ცნობენ.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმაქრთამის აღების და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე მარტვილის მუნიციპალიტეტის თანამშრომლები 20 ნოემბერს დააკავეს.
სამინისტროს ინფორმაციით,...
გორი-მცხეთის შემოვლილ გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს. ამავე წყაროს მიხედვით, საგზაო დეპარტამენტის დაკვეთით, მაგისტრალის გასწვრივ, ასფალტის საფარიდან გვერდით, დაახლოებით 5 მ მანძილზე ბუჩქნარს ასუფთავებენ.
"ისეთი ადგილები, სადაც მაგალითად, გადასავარდნია ან სხვა რაიმე სახის საფრთხე არსებობს მძღოლებისთვის, ბეტონის კონსტრუქციებს ვალაგებთ. ამას უშუალოდ პროექტის მიხედვით, გვავალებს ხელმძღვანელობა. დანარჩენს ვასუფთავებთ ბუჩქებისგან მიწაყრილებისგან და ა.შ." - აცხადებენ კომპანიის წარმომადგენლები.
საშეშე მერქნის მოპოვებასთან დაკავშირებით, ტყით სარგებლობის წესში (საქართველოს მთავრობის N242-ე დადგენილება) ცვლილება შევიდა. თუმცა სიახლე მხოლოდ საბიუჯეტო ორგანიზაციებს ეხებათ. თუ აქამდე მათი წარმომადგენლები ტყეში ხეს თავად ამზადებდნენ, ამის შემდეგ შეშას სატყეო სამსახურის თანამშრომლები მოჭრიან და ადგილამდე მიუტანენ. რაც შეეხება მოქალაქეებს, ისინი ხის დასამზადებლად ტყეში კვლავ თავად შევლენ. ამის შესახებ "სამხრეთის კარიბჭე" წერს.
საბიუჯეტო ორგანიზაციებს ერთ კუბამეტრ დამზადებულ საშეშე მერქანში 80–85...
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელს მალე ახალი ბაღი ექნება. საბავშვო ბაღის მშენებლობაზე საჩხერის მუნიციპალიტეტმა ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას საჩხერის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
ამავე წყაროს თანახმად, ამ დროისთვის, მიმდინარეობს ძველი საბავშვო ბაღის შენობის დემონტაჟი და ტერიტორიის გაწმენდითი სამუშაოები.
"საბავშვო ბაღის მშენებლობაზე საჩხერის მუნიციპალიტეტმა ელექტრონული ტენდერი შესყიდვის სავარაუდო ღირებულებით (249’998.00 ლარი) გამოაცხადა",-წერია მერიის ინფორმაციაში.
წინა სტატია
ახალციხის მერმა ვეტერანებს, რომლებიც სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, სადავო შენობიდან უნდა გამოასახლონ, საცხოვრებელი ფართები შესთავაზა. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე, ვეტერანების ოთხ ოჯახს, დღეს 23 თებერვალს მერიაში შეხვდა. მან სკოლის ყოფილ შენობაში შესახლებულებს საცხოვრებელი ფართები ვალეში, ე.წ. მეორე შახტის დასახლებაში, ასევე ქალაქ ვალეში პროფესიული სასწავლებლის ყოფილ შენობაში და ახალციხეში, უსახლკაროთა იმ თავშესაფარში შესთავაზა, რომელიც წლების წინ...
ბორჯომის მუნიციპალიტეტის შვიდი წარჩინებული მოსწავლე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ხუთასლარიანი შეღავათით ისარგებლებს. ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს.
კონკურსის წესით გამოვლენილ გამარჯვებულებს ოთხწლიანი გრანტის გამოყენება მათთვის სასურველ საგანმანათლებლო პროგრამაზე შეეძლებათ.მოსწავლეებს სერთიფიკატები კავკასიის საერთშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ სულხან მელაძემ გადასცა.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ხუთასლარიანი ვაუჩერით სარგებლობის შესაძლებლობა ბორჯომის გარდა, ყვარლისა და ბათუმის წარჩინებულ მოსწავლეებსაც აქვთ. მომავალში სასწავლო გრანტი ხელმისაწვდომი სხვა რეგიონების მოსწავლეებისთვისაც გახდება.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში, სანიაღვრე სისტემის მოსაწყობად თანხა გამოიყო.
ამის შესახებ გადაწყვეტილება გუშინ საკრებულოს სხდომაზე მიიღეს. გორის მერიის ინიციატივით, 2018 წელს, ამ მიმართულებით, სოფელში 29 300 ლარი დაიხარჯება.
შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, სანიაღვრე სისტემის არარსებობა ამ ეტაპზე, ქვედა უბნის მოსახლეობას აწუხებს.
ადგილობრივები სანიაღვრე არხის გაკეთებას ითხოვდნენ, რომლითაც ატენიდან და მთის ფერდობიდან ჩამოსულ ტალახი და წყალი საცხოვრებელი სახლებს გვერდს აუვლის.
გ
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბმა, "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის“ - გურიის რეგიონული ჰაბის პრეზენტაცია გამართა.
ინფორმაციას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
ამავე წყაროს თანახმად, ღონისძიების მიზანი იყო რეგიონში ჰაბის ცნობადობის გაზრდა, პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების, სამომავლო გეგმების და იმ სავარაუდო სარგებელის გაცნობა, რომლის მიღება რეგიონის სამოქალაქო საზოგადოებას შეუძლია.
პროექტის ფარგლებში, რომლის საერთო ბიუჯეტი 5.07 მლნ ევროს შეადგენს (აქედან ევროკავშირის...
’ინფრასტრუქტურის ხარისხის გაუმჯობესება, უკეთესი დაგეგმვის სისტემების საშუალებით“,- ასე ჰქვია პროექტს, რომელიც გორში, პოლონელმა ექსპერტებმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს გააცნეს.
ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. ამავე წყაროს თანახმად, პროექტის მიზანია, გაზარდოს საქართველოს მთავრობის შესაძლებლობები ინფრასტრუქტურული პროექტების შერჩევისა და მომზადების კუთხით, რაც ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის საინვესტიციო შესაძლებლობების გაფართოებასა და რეგიონების გეგმაზომიერ განვითარებას.
"გარდა ამისა, პროექტი ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლებს სივრცითი დაგეგმვის სფეროში...
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ დაბის ადმინისტრაციულ ერთეულში ქუჩების, ჩიხების რეაბილიტაციისა და დატბორვის საწინააღმდეგო სამუშაოებზე (არხების გაწმენდა) ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
ამავე წყაროს თანახმად, დაგეგმილია დევდარიანების ქუჩის პირველი ჩიხის, ჭიპაშვილის ქუჩის პირველი ჩიხის, ნიორაძის ქუჩის პირველი შესახვევის, ნიორაძის ქუჩის პირველი შესახვევის, წერეთლის ქუჩის პირველი შესახვევის, (თ. მესხის სახლიდან ს. სარალიძის სახლამდე), წერეთლის ქუჩის პირველი შესახვევის (ზ. შარიქაძის სახლიდან ე....
თეთრიწყაროში მზურნველობას მოკლებულთა სასადილო გაიხსნა. ინფორმაციას ქალაქის მერია ავრცელებს.
დაწესებულება ქალაქ თეთრიწყაროში მცხოვრებ, სოციალურად დაუცველ 70 ბენეფიციარს ემსახურება და ყოველდღიური კვებით უზრუნველყოფს, ხოლო სოფლად მცხოვრებ 305 ბენეფიციარს ყოველთვიური დახმარების სახით გადასცემს მშრალ პროდუქტებს.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 161 985 ლარით დაფინანსდა.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბადიაურში მდებარე მარანმა „ბუნებურმა“ რქაწითელისა და საფერავის ჯიშის ღვინოები გერმანიის ბაზარზე გაიტანა. ინფორმაციას "კახეთის ხმა" ავრცელებს.
მარნის მფლობელის ავთანდილ სულაძის თქმით, „ბუნებურის“პროდუქციაზე მოთხოვნა ევროპის სხვა ქვეყნებშიც არის.
"ვაწარმოებთ საფერავის და რქაწითელის ღვინოებს. საღვინედ ვიყენებთ მხოლოდ მაღალი ხარისხის, ერთი ვენახის გადარჩეულ ყურძენს. მევენახეობაში არ გამოიყენება ჰერბიციდები და მინერალური სასუქები. ღვინის დაყენების და დავარგების ტექნოლოგიური პროცესი მიმდინარეობს უჟანგავი ფოლადის რეზერვუარებში, ბუნებრივად,...
ჩალაუბანი-სიღნაღი-ანაგის საავტომობილო გზის მე - 6 კილომეტრზე არსებული ხიდის რეაბილიტაცია დასრულდა. ინფორმაციას სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
ხიდის პროექტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტს ეკუთვნის.სამუშაოები, რომელიც საქართველოს მთავრობის ბიუჯეტიდან დაფინანასდა და მასზე 1 მლნ 450 000ლარი დაიხარჯა.
ხიდი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში მდებარეობს. რეაბილიტაციის ფარგლებში ხიდი გაფართოვდა .
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ მცხეთიჯვარში ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას ხაშურის მერია ავრცელებს.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა გზის 670-მეტრიანი მონაკვეთი. გზის მშენებლობის მიმდინარეობა მოინახულეს შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილემ, სიმონ გულედანმა და რეგიონული პროექტების კოორდინაციის სამსახურის უფროსმა გიორგი ბუგიანიშვილმა.
გუბერნატორის მოადგილის, სიმონ გულედანის თქმით, ,ბეტონის გზით მცხეთიჯვრის გარდა სოფლების: წაღვლის, წეღვერის, ყობის, ჩორჩანის, კლდისწყაროს, ტიტვინისწყაროს, ზემო და ქვემო ბროლოსნის 2000-ზე მეტი ადგილობრივი...
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის საკრებულოს დეპუტატი ნოდარ დუმბაძე ბათუმის საცხენოსნო კლუბთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციას ითხოვს. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.
ნოდარ დუმბაძის თქმით, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურის გამო, საცხენოსნო კლუბით ტურისტები არ ინტერესდებიან, რადგან დაზიანებულია გზა და გადაადგილება შეუძლებელია. ნოდარ დუმბაძე ამბობს, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონო ნაგავსაყრელია.
”ქალაქ ბათუმის მერს ლაშა კომახიძე მოვუწოდებთ, რომ ტურისტული სეზონის დაწყებამდე მისასვლელი გზა და ტერიტორია მოაწესრიგოს. ბოლო ერთი თვეა ტერიტორია...
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გენდერული თანასწორობის საბჭომ პირველი სხდომა ჩატაარა. ინფორმაციას ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
ამავე წყაროს თანახმად, საბჭოს ძირითად ამოცანესა და ფუნქციებში შედის ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრის მიზნით წინადადებების შემუშავება.
ასევე, მისი მიზანია, გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად განხორციელებული ღონისძიებების მონიტორინგისა და შეფასების სისტემის შემუშავება და დანერგვა; შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; გენდერული თანასწორობის დარღვევის თაობაზე...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































