გორი-მცხეთის შემოვლილ გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს. ამავე წყაროს მიხედვით, საგზაო დეპარტამენტის დაკვეთით, მაგისტრალის გასწვრივ, ასფალტის საფარიდან გვერდით, დაახლოებით 5 მ მანძილზე ბუჩქნარს ასუფთავებენ.
“ისეთი ადგილები, სადაც მაგალითად, გადასავარდნია ან სხვა რაიმე სახის საფრთხე არსებობს მძღოლებისთვის, ბეტონის კონსტრუქციებს ვალაგებთ. ამას უშუალოდ პროექტის მიხედვით, გვავალებს ხელმძღვანელობა. დანარჩენს ვასუფთავებთ ბუჩქებისგან მიწაყრილებისგან და ა.შ.” – აცხადებენ კომპანიის წარმომადგენლები.