მარტვილის გამგეობის ყოფილი თანამშრომლები გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

682

სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაკავებული მარტვილის ყოფილი გამგეობის თანამშრომლები ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ინფორმაციას “ლაივპრესი” ავრცელებს.

ბრალდებულები მამუკა კეკელია 15 ათასი, ხოლო გია ჩიხლაძე 90 ათასი ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. როგორც ბრალდებულებმა ჟურნალისტებს უთხრეს,ისინი თავს დამნაშავედ არ ცნობენ.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმაქრთამის აღების და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე მარტვილის მუნიციპალიტეტის თანამშრომლები 20 ნოემბერს დააკავეს.

სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებულმა პირებმა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ინფრასტრუქტურული პროექტის განმახორციელებელი კომპანიის წარმომადგენელს თითქოს შესრულებული სამუშაოების დადასტურების სანაცვლოდ, თანხა გამოართვეს.