თეთრიწყაროში მზურნველობას მოკლებულთა სასადილო გაიხსნა. ინფორმაციას ქალაქის მერია ავრცელებს.
დაწესებულება ქალაქ თეთრიწყაროში მცხოვრებ, სოციალურად დაუცველ 70 ბენეფიციარს ემსახურება და ყოველდღიური კვებით უზრუნველყოფს, ხოლო სოფლად მცხოვრებ 305 ბენეფიციარს ყოველთვიური დახმარების სახით გადასცემს მშრალ პროდუქტებს.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 161 985 ლარით დაფინანსდა.