გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში, სანიაღვრე სისტემის მოსაწყობად თანხა გამოიყო.
ამის შესახებ გადაწყვეტილება გუშინ საკრებულოს სხდომაზე მიიღეს. გორის მერიის ინიციატივით, 2018 წელს, ამ მიმართულებით, სოფელში 29 300 ლარი დაიხარჯება.
შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, სანიაღვრე სისტემის არარსებობა ამ ეტაპზე, ქვედა უბნის მოსახლეობას აწუხებს.
ადგილობრივები სანიაღვრე არხის გაკეთებას ითხოვდნენ, რომლითაც ატენიდან და მთის ფერდობიდან ჩამოსულ ტალახი და წყალი საცხოვრებელი სახლებს გვერდს აუვლის.
გ