ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გენდერული თანასწორობის საბჭოს პირველი სხდომა ჩატარდა

486

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გენდერული თანასწორობის საბჭომ პირველი სხდომა ჩატაარა. ინფორმაციას ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ამავე წყაროს თანახმად, საბჭოს ძირითად ამოცანესა და ფუნქციებში შედის ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრის მიზნით წინადადებების შემუშავება.

ასევე, მისი მიზანია, გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად განხორციელებული ღონისძიებების მონიტორინგისა და შეფასების სისტემის შემუშავება და დანერგვა; შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; გენდერული თანასწორობის დარღვევის თაობაზე წარდგენილი განცხადებების, დოკუმენტაციის და სხვა ინფორმაციის განხილვა თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მათზე რეაგირების მოხდენა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.

საბჭოს შემადგენლობაში არიან საკრებულოს და მერიის, არასამთავრობო ორგანიზიაციების, საგანმანათლებლო დაწესებულებების და საზოგადოების წარმომადგენლები. კანონის შესაბამისად გენდერული თანასწორობის საბჭოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კახა ჯამბურია უხელმძღვანელებს.