საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელს მალე ახალი ბაღი ექნება. საბავშვო ბაღის მშენებლობაზე საჩხერის მუნიციპალიტეტმა ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას საჩხერის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
ამავე წყაროს თანახმად, ამ დროისთვის, მიმდინარეობს ძველი საბავშვო ბაღის შენობის დემონტაჟი და ტერიტორიის გაწმენდითი სამუშაოები.
“საბავშვო ბაღის მშენებლობაზე საჩხერის მუნიციპალიტეტმა ელექტრონული ტენდერი შესყიდვის სავარაუდო ღირებულებით (249’998.00 ლარი) გამოაცხადა”,-წერია მერიის ინფორმაციაში.