ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ მცხეთიჯვარში ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას ხაშურის მერია ავრცელებს.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა გზის 670-მეტრიანი მონაკვეთი. გზის მშენებლობის მიმდინარეობა მოინახულეს შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილემ, სიმონ გულედანმა და რეგიონული პროექტების კოორდინაციის სამსახურის უფროსმა გიორგი ბუგიანიშვილმა.
გუბერნატორის მოადგილის, სიმონ გულედანის თქმით, ,ბეტონის გზით მცხეთიჯვრის გარდა სოფლების: წაღვლის, წეღვერის, ყობის, ჩორჩანის, კლდისწყაროს, ტიტვინისწყაროს, ზემო და ქვემო ბროლოსნის 2000-ზე მეტი ადგილობრივი მცხოვრები ისარგებლებს.
პროექტის ღირებულება, 264 380 ლარია.