შვიდ ბორჯომელ აბიტურიენტს სწავლის 500-ლარიანი ვაუჩერები გადაეცათ

634

ბორჯომის მუნიციპალიტეტის შვიდი წარჩინებული მოსწავლე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ხუთასლარიანი შეღავათით ისარგებლებს. ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს.

კონკურსის წესით გამოვლენილ გამარჯვებულებს ოთხწლიანი გრანტის გამოყენება მათთვის სასურველ საგანმანათლებლო პროგრამაზე შეეძლებათ.მოსწავლეებს სერთიფიკატები კავკასიის საერთშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ სულხან მელაძემ გადასცა.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ხუთასლარიანი ვაუჩერით სარგებლობის შესაძლებლობა ბორჯომის გარდა, ყვარლისა და ბათუმის წარჩინებულ მოსწავლეებსაც აქვთ. მომავალში სასწავლო გრანტი ხელმისაწვდომი სხვა რეგიონების მოსწავლეებისთვისაც გახდება.