“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ბათუმის საკრებულოს დეპუტატი ნოდარ დუმბაძე ბათუმის საცხენოსნო კლუბთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციას ითხოვს. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.
ნოდარ დუმბაძის თქმით, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურის გამო, საცხენოსნო კლუბით ტურისტები არ ინტერესდებიან, რადგან დაზიანებულია გზა და გადაადგილება შეუძლებელია. ნოდარ დუმბაძე ამბობს, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონო ნაგავსაყრელია.
”ქალაქ ბათუმის მერს ლაშა კომახიძე მოვუწოდებთ, რომ ტურისტული სეზონის დაწყებამდე მისასვლელი გზა და ტერიტორია მოაწესრიგოს. ბოლო ერთი თვეა ტერიტორია ნაგავსაყრელად იქცა. სტადიონის მშენებლობიდან ამოღებული ინერტული მასალა კომპანიას აქ მოაქვს და ყრის”, – აცხადებს ნოდარ დუმბაძე.