ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბმა, “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის“ – გურიის რეგიონული ჰაბის პრეზენტაცია გამართა.
ინფორმაციას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
ამავე წყაროს თანახმად, ღონისძიების მიზანი იყო რეგიონში ჰაბის ცნობადობის გაზრდა, პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების, სამომავლო გეგმების და იმ სავარაუდო სარგებელის გაცნობა, რომლის მიღება რეგიონის სამოქალაქო საზოგადოებას შეუძლია.
პროექტის ფარგლებში, რომლის საერთო ბიუჯეტი 5.07 მლნ ევროს შეადგენს (აქედან ევროკავშირის კონტრიბუცია 3.8 მლნ ევროა), განხორციელდება სხვადასხვა სახის 110-ზე მეტი აქტივობა და გაიცემა 80-მდე გრანტი, ჯამში, 720 ათასი ევროს ღირებულების, სულ მცირე 2500 სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
პრეზენტაციას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები, მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს აპარატის თანამშრომლები დაესწრნენ.
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ, რომელსაც კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით, კონსორციუმი ახორციელებს.