სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ მუნიციპალიტეტებისმერებს ახალი ტურისტული მარშრუტების შემუშავება და არსებულის გამრავალფეროვნება დაავალა. ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.
"ჩვენს რეგიონს აქვს ამოუწურავი ტურისტული პოტენციალი, უნდა შევქმნათ ახალი მარშრუტები. ძალიან წარმატებულია მარტვილის კანიონი, ჩვენ ვმუშაობთ, რომ ინფრასტრუქტურა ასევე განვავითაროთ ბალდას კანიონზე, სადაც ბევრად საინტერესო მარშრუტია ტურისტებისთვის. ტურისტული მარშრუტების განვითარება მოხდება მუხურში, ხობის წლის ხეობაში, ასევე ინწრას და სქურის მიმართულებით....
წინა სტატია
საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით- ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის განხორციელება სანებართვო პირობების დარღვევით, ან ნებართვის გარეშე, გამოიწვევს დაჯარიმებას 200-200 ლარის ოდენობით. ამის შესახებ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებათა პაკეტში წერია, რომელიც პარლამენტშია ინიცირებული. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.
ცვლილებების თანახმად, გათვალისწინებული ჯარიმების ნებაყოფლობითი აღსრულებისთვის გათვალისწინებული 30 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ, ამ მუხლით გათვალიწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის პირს დაერიცხება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით.
“ხოლო საურავის...
ნინოწმინდის გამგეობამ ნახევარ მილიონამდე ლარი პირდაპირი შესყიდვის ფორმით დაქირავებულ კომპანიებს დოკუმენტური დასაბუთების გარეშე აუნაზღაურა, - ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაში წერია.
უწყების ცნობით, 2015-2016 წლებში ნინოწმინდის მუნიციპალიტეტმა, სამშენებლო-სარემონტო
სამუშაოების განხორციელების მიზნით, გამარტივებული შესყიდვის ფორმით გააფორმა 43
ხელშეკრულება, საერთო ღირებულებით - 469.0 ათასი ლარი.
"წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ მუნიციპალიტეტი მიმწოდებლებისგან არ ითხოვდა დოკუმენტაციას ფაქტობრივი დანახარჯების შესახებ და ანგარიშსწორებას ახორციელებდა წარმოდგენილი ფორმა...
წინა სტატია
გუდიაშვილის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ორი სამშენებლო კომპანია - „ინსი“ და „ანაგი“ განახორციელებს. ამის შესახებ IPN-სთვის არაოფიციალურად გახდა ცნობილი.
ამ თემაზე თბილისის მერიაში კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა აღსანიშნავია, რომ გუდიაშვილის მოედანზე სარეაბილიტაციო სამუშოების დაწყებასთან დაკავშირებით პრეზენტაცია ხვალ გაიმართება.
როგორც ცნობილია, გუდიაშვილის მოედანზე სამუშოების განსახორციელებლად თბილისის მერია 50 მლნ ლარს გამოყოფს. თანხის განკარგვის შესახებ „თბილისის განვითარების ფონდმა“ „სახელმწიფო შესყიდვის სააგენტოს“ გამარტივებული შესყიდვის...
წინა სტატია
შპს „ნიუ პროჯექტის“ დირექტორთან დავით ჩაჩანიძესთან, რომელსაც ახალციხის ბიუჯეტიდან 10 000 ლარის მითვისებას ედავებიან, საპროცესო გარიგება გაფორმდა. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ შპს „ნიუ პროჯექტის“ დირექტორ დავით ჩაჩანიძესთან საპროცესო გარიგება დაამტკიცა. მას სამი წლით პირობითი მსჯავრი და 5 000 ლარი ჯარიმა შეეფარდა.
შეგახსენებთ, რომ მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 182–ე მუხლით ედებოდა, რაც მითვისება–გაფლანგვას გულისხმობს.
საქმე ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში...
“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” განაგრძობს კვლევას მუნიციპალიტეტების მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ. ამჯერად წარმოგიდგენთ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის შედეგებს:
ჩატარებული კვლევის შედეგად შემდეგი გარემოებები გამოვლინდა:
ზესტაფონის საკრებულომ 2016 წლის 23 სექტემბერს მიღებული N19 დადგენილებით განსაზღვრა საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი;
მიღებული დადგენილება მიესადაგება მთავრობის N219 დადგენილებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რომელიც ადგენს საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების მაღალ სტანდარტს;
თუმცა მერიისა და საკრებულოს საერთო ვებგვერდზე (http://zestaphoni.ge/) განთავსებული ინფორმაცია არ...
გორის მუნიციპალიტეტის სოფლების, ქვახვრელისა და უფლისიციხის გაზიფიცირებისთვის კომპანია ,,შაჰარტმა" მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაიწყო. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ "შაჰარტთან" ხელშეკრულება 21 თებერვალს გააფორმა. ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოები ხელმოწერისთანავე უნდა დაიწყოს და 2018 წლის 10 სექტემბრამდე გაგრძელდეს.
ორმხრივი ვალდებულებების დოკუმენტს, ერთი მხრივ, სომხეთის რესპუბლიკაში რეგისტირებული კომპანიის დირექტორის, გეღამ მიკრტჩიანის წარმომადგენელი, სვეტლანა კოვალენკო აწერს, ხოლო მეორე მხრივ, - საქართველოს...
საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 2016 წლის 19 ნოემბერს, ჩოხატაურში ხელოვნების სასახლე გახსნა. როგორც "გურია ნიუსი" წერს, გახსნიდან რამდენიმე დღეში, შპს "ვექტორის" მიერ 2 499 000 ლარად აშენებულ სასახლეში რამდენიმე ხარვეზი აღმოჩნდა.
გამოცემა წერს,რომ სასახლეში ფანჯრები არ იღება, ვენტილაცია მხოლოდ ფოიესა და დარბაზშია, შენობას არც საგრიმიორო აქვს, არც გასახდელი და არც სარეპეტიციო დარბაზი. პრობლემაა სასახლის ვერანდაზე გასვლაც - ზოგ შემთხვევაში ე.წ. კარი 50 სანტიმეტრიანი რაფაა,...
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთში დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის მიმდინარეობას შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე სიმონ გულედანი გაეცნო. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.
გულედანის თქმით, პროექტი გარდამავალია და ის მიმდინარე წლის ივლისში დასრულდება. ხაშურის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაობისთვის, ჯამში, 821 ათასი ლარი იხარჯება. ადგილობრივების განცხადებით, სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს ქვიშხეთისთვის ტურისტული მნიშვნელობის დაბრუნებას.
”დიმიტრი ყიფიანი მე-19 საუკუნის საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა. მისმა მოღვაწეობამ...
"გურია ნიუსის" ცნობით, წელს ერთიანი ეროვნული საგამოცდო ცენტრები ოზურგეთში, ფოთსა და ხულოში უქმდება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი დირექტორის მოადგილემ ივა მინდაძემ ეს ინფორმაცია „გურია ნიუსთან“ სატელეფონო საუბრის დროს დაადასტურა.
“იდეა ასეთია, რომ საგამოცდო ცენტრი არის იმ ქალაქებსა და ადგილებში, სადაც არის უმაღლესი სასწავლებელი. ადამიანი, რომელიც აპირებს ისწავლოს უმაღლეს სასწავლებელში, მას შეუძლია ერთხელ მაინც ჩავიდეს ამ თუ იმ საგამოცდო ცენტრში“, -...
წინა სტატია
თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, "სითი ინსტიტუტი საქართველოს "მიერ შემუშავებულ მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმას სპეციალური ჯგუფი ერთი თვის ვადაში შეისწავლის.მერიის გადაწყვეტილება აღნიშნულ დოკუმენტზე, სწორედ ამ შესწავლის შემდეგ გახდება ცნობილი. ინფორმაციას IPN ავრცელებს.
„ჩვენ დღეს უნდა მივიღოთ დოკუმენტი და გვაქვს ერთთვიანი ვადა იმისთვის, რომ ჯგუფი, რომელიც სპეციალურად შეიქმნა გენგეგმის დოკუმენტისთვის, გაეცნოს მას. ხარვეზები, რომელიც თავიდან იყო ჩვენი მხრიდან მითითებული, რა თქმა...
წინა სტატია
„სითი ინსტიტუტი საქართველომ“ თბილისის მერიას მიწათსარგებლობის განახლებული გენერალური გეგმა დღეს უნდა წარუდგინოს. გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფს 45-დღიანი ვადა სწორედ დღეს ეწურება. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.
როგორც გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელი მამუკა სალუქვაძე აცხადებდა, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში ძირეული ცვლილებები არ იქნება, რადგან ძირეული შენიშვნები დედაქალაქის მერიას არ ჰქონია.
მერიის შენიშვნები ძირითადად ეხებოდა ზონირებას, ტრანსპორტს, რკინიგზას, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებს, ეფექტიანობის შეფასებას, განხორციელების...
წინა სტატია
ქუთაისის მერიამ თურქული კომპანია SMK-ი, რომელიც ქალაქის მასშტაბით წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს, დააჯარიმა. კომპანიას საჯარიმო სანქცია, ვალდებულებით აღებული ქუჩების (თაბუკაშვილის, დადიანისა და გუგუნავას ქუჩა) გზის საფარის მოუწესრიგებლობის გამო დაუწესეს. ინფორმაციას kutaisipost.ge ავრცელებს.
ქუთაისის მერიის ინფორმაციით, კომპანიას უკვე გაეგზავნა წერილობითი გაფრთხილება და დაზიანებული გზის აღსადგენად 10 დღიანი ვადა მიეცა. სანქცია, პირველ ეტაპზე, 1 000 ლარს ითვალისწინებს.
SMK-მა ქუთაისში წყლის სისტემის რეაბილიტაცია 2016 წელს დაიწყო. კომპანიამ ორ წელზე მეტი...
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსად მერის ყოფილი მოადგილე ილია ზარდიაშვილი დაინიშნა. ის საქმიანობას დღეიდან, 26 თებერვლიდან შეუდგა. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.
ზარდიაშვილი ამ თანამდებობაზე საჯარო მოხელეთა კონკურსის გავლის შემდეგ შეირჩა.
"ეს სფერო ნაცნობია ჩემთვის, მერის მოადგილე როცა ვიყავი, ინფრასტრუქტურის საკითხებთან ერთად, ეკონომიკის მიმართულებასაც ვხელმძღვანელობდი", – ამბობს ზარდიაშვილი.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ, ზარდიაშვილთან ერთად, კონკურსის წესით შერჩეული კიდევ ოთხი თანამშრომელი დანიშნა. მათ სხვადასხვა...
წინა სტატია
ნინოწმინდის საკრებულოში არ ფლობენ ინფორმაციას, თავისი საქმიანობის განსახორციელებლად, გასწიეს თუ არა საკრებულოს წევრებმა ისეთი ხარჯი, რაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან უნდა ანაზღაურებულიყო. ამიტომაც მათთვის გადახდილლი 114 ათასი ლარი საბიუჯეტო პროცესთან დაკავშირებული მარეგულირებელი
საკანონმდებლო ნორმების შეუსაბამოდ გაიცა, - ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახური თავის დასკვნაში წერს.
"ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს არაანაზღაურებად წევრებზე ხარჯების ანაზღაურების სახით 2015-2016 წლებში გაცემული თანხა შეადგენს სულ 114.0 ათას ლარს, მათ...
სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, კახეთის რეგიონში 14 736 უღარიბესი ოჯახი ცხოვრობს. ინფორმაციას "კახეთის ხმა" ავრცელებს.
უწყების ბოლო მონაცემებით, ფულად სოციალურ დახმარებას ყოველთვიურად, ქვეყნის მასშტაბით, 132 016 ოჯახი იღებს.
"დახმარებას ქვეყნის მასშტაბით 132 016 ოჯახი იღებს, აქედან 37 812 კი უკიდერუსი სიღატაკის ზღვარს მიღმაა, რაც იმას ნიშნავს, რომ არც საცხოვრებლად და არც გამოსაკვებად ელემენტარული პირობები არ გააჩნია. მძიმე მდგომარეობაა რეგიონებში. ბოლო მონაცემებით,...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































