კახეთში 14 736 უღარიბესი ოჯახი ცხოვრობს

777

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, კახეთის რეგიონში 14 736 უღარიბესი ოჯახი ცხოვრობს. ინფორმაციას “კახეთის ხმა” ავრცელებს.

უწყების ბოლო მონაცემებით, ფულად სოციალურ დახმარებას ყოველთვიურად, ქვეყნის მასშტაბით, 132 016 ოჯახი იღებს.

“დახმარებას ქვეყნის მასშტაბით 132 016 ოჯახი იღებს, აქედან 37 812 კი უკიდერუსი სიღატაკის ზღვარს მიღმაა, რაც იმას ნიშნავს, რომ არც საცხოვრებლად და არც გამოსაკვებად ელემენტარული პირობები არ გააჩნია. მძიმე მდგომარეობაა რეგიონებში. ბოლო მონაცემებით, კახეთის რეგიონში 14 736 უღარიბესი ოჯახი ცხოვრობს”, – განაცხადეს სოციალური მომსახურების სააგენტოში.