გორის სოფლების უფლისციხისა და ქვახვრელის გაზიფიცირების შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა

908

გორის მუნიციპალიტეტის სოფლების, ქვახვრელისა და უფლისიციხის გაზიფიცირებისთვის კომპანია ,,შაჰარტმა” მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაიწყო. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ “შაჰარტთან” ხელშეკრულება 21 თებერვალს გააფორმა. ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოები ხელმოწერისთანავე უნდა დაიწყოს და 2018 წლის 10 სექტემბრამდე გაგრძელდეს.

ორმხრივი ვალდებულებების დოკუმენტს, ერთი მხრივ, სომხეთის რესპუბლიკაში რეგისტირებული კომპანიის დირექტორის, გეღამ მიკრტჩიანის წარმომადგენელი, სვეტლანა კოვალენკო აწერს, ხოლო მეორე მხრივ, – საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის დირექტორი ჯაბა ხმალაძე.

პროექტის ჯამური ღირებულება 2 მლნ 220 000 ლარია. ხელშეკრულება ძალაშია 2018 წლის 10 სექტემბრამდე, ხოლო კომპანიის მხრიდან არასათანადო შესრულებული სამუშაოების შემთხვევაში, საბანკო გარანტია 2018 წლის 10 ოქტომბრამდე მოქმედებს.