გუდიაშვილის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ორი სამშენებლო კომპანია განახორციელებს

1525

წინა სტატია

გუდიაშვილის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ორი სამშენებლო კომპანია – „ინსი“ და „ანაგი“ განახორციელებს. ამის შესახებ IPN-სთვის არაოფიციალურად გახდა ცნობილი.

ამ თემაზე თბილისის მერიაში კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა აღსანიშნავია, რომ გუდიაშვილის მოედანზე სარეაბილიტაციო სამუშოების დაწყებასთან დაკავშირებით პრეზენტაცია ხვალ გაიმართება.

როგორც ცნობილია, გუდიაშვილის მოედანზე სამუშოების განსახორციელებლად თბილისის მერია 50 მლნ ლარს გამოყოფს. თანხის განკარგვის შესახებ „თბილისის განვითარების ფონდმა“ „სახელმწიფო შესყიდვის სააგენტოს“ გამარტივებული შესყიდვის განხორციელების შესახებ წერილობით 14 თებერვალს მიმართა. აღნიშნულმა სააგენტომ „თბილისის განვითარების ფონდს“ ნებართვაზე თანხმობა 20 თებერვლის განკარგულებით დაუდასტურა.

თბილისის საკრებულოს ოპოზიცია მერიას 50 მლნ ლარის გამარტივებული შესყიდვის განხორციელების გამო აკრიტიკებდა. „თბილისის განვითარების ფონდის“ ინფორმაციით, გუდიაშვილის მოედანზე სარეაბილიტაციო სამუშოები 30–მდე მისამართზე უნდა განხორციელდეს. პროექტი 2019 წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს.